“უცხოეთიდან წაქეზებული ჯგუფები ევროკავშირის დროშით აპირებდნენ ჩვენი ქვეყნის ატრიალებას” - შალვა პაპუაშვილი
“უცხოეთიდან წაქეზებული ჯგუფები ევროკავშირის დროშით აპირებდნენ ჩვენი ქვეყნის ატრიალებას,”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 4 ოქტომბრის მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.
„ჩვენ ის თაობა ვართ, ვინც ეს ყველაფერი გამოვიარეთ – რა დაემართა ჩვენს ქვეყანას და რა დავმართეთ ჩვენს ქვეყანას და ამას დღისით, მზისით გვიპირებდნენ უცხოეთიდან წაქეზებული ჯგუფები ევროკავშირის დროშით აპირებდნენ ჩვენი ქვეყნის ატრიალებას. განა სირცხვილი არ არის, რომ ევროკავშირის დროშით პრეზიდენტის სასახლეს შტურმით იღებდნენ? ეს კადრები ხომ გახსოვთ? ეს ხომ სირცხვილია და ზუსტად ეს არის ის, რასაც სინამდვილეში ბრიუსელის დემოკრატია დღეს ევროკავშირს უკეთებს. მნიშვნელოვანია, რომ ეს დავინახოთ და გავმიჯნოთ ერთმანეთისგან ბრიუსელი თუ სხვადასხვა დედაქალაქის პოლიტიკური ჯგუფები და ევროკავშირი – ის ღირებულებები, რომლის შემოქმედებიც ჩვენ ვართ. ევროკავშირი დგას ევროპულ ანუ ქრისტიანულ ღირებულებებზე და არაფერი საერთო უცხო ქვეყნის წაქეზებულ ძალადობას ევროპულ და ქრისტიანულ ღირებულებებთან არ აქვს“.
სიახლეები
- იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის უფროსმა თანამდებობა დატოვა
- ,,როდის გარიცხავს „ლელო“ ტერორისტული აქტის ჩამდენს საკუთარი რიგებიდან"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სამწუხაროდ, BBC-ის შემთხვევაშიც ვხედავთ კამპანიური ხასიათის დეზინფორმაციის მცდელობას” – ნინო წილოსანი
- 2 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- ,,ირაკლი კუპრაძეს მინდა ვუთხრა: თუ თვლი, რომ საერთო საქმე დავაზიანე, ბოდიში!"- ალეკო ელისაშვილი