“ვერ გეტყვით რა კითხვები იყო, გაუთქმელობაზე ხელი მომაწერინეს, მოწმედ რომ არ გამოვადექი, ეს ზუსტად ვიცი, კარგი სანახაობა იყო” - თამარ ჩერგოლეიშვილი გამოკითხვის შემდეგ
როგორც ვერ გამოვადგები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრალდებას მოწმედ, რომ ის იყო ამ ქვეყნის არაფორმალური მმართველი, ისე ვერ გამოვადექი ამათ, - ამის შესახებ „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმა სასამართლოში გამოკითხვის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, „როგორც პოლიტიკოსი, აგრძელებს ყველას მხილებას, ვინც 4 ოქტომბრის ავანტიურაში მონაწილეობდა“.
„მოწმეს სხვა სტანდარტი სჭირდება, პოლიტიკოსი სრულიად სხვანაირად განსჯის და მსჯელობს. როგორც პოლიტიკოსი მე ვაგრძელებ ყველას მხილებას, ვინც 4 ოქტომბრის ავანტიურაში მონაწილეობდა. ყველა ინფორმაცია, რასაც ვავრცელებ, არის ზუსტი, ოღონდ ამას ვერ ექნება სამართლებრივი ღირებულება მოწმის სტატუსით. ვერ გეტყვით რა კითხვები იყო, გაუთქმელობაზე ხელი მომაწერინეს. მოწმედ რომ არ გამოვადექი, ეს ზუსტად ვიცი, კარგი სანახაობა იყო“.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, „ფედერალისტების“ ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, რომ „4 ოქტომბერთან დაკავშირებით ბაჩო ახალაიას სახლში შეხვედრები ტარდებოდა და ამაზე „ნაცმოძრაობაში“ დაპირისპირებაც იყო, მეტიც, ამ თემაზე სააკაშვილთანაც იყო კომუნიკაცია“. ამ განცხადების შემდეგ, თამარ ჩერგოლეიშვილი პოლიციაში გამოკითხვაზე დაიბარეს. ჩერგოლეიშვილმა შსს-სი მისვლაზე უარი თქვა და გამოკითხვა მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით მოითხოვა.
სიახლეები
- ზუგდიდში, მართვის მოწმობის გამოცდაზე 6-ჯერ ჩაჭრილი მოქალაქე, გამომცდელს დანით დაემუქრა
- მომდევნო 1 კვირის ამინდის პროგნოზი
- პარლამენტმა პირველი მოსმენით, მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტს, რომლის გათვალისწინებით, კონკრეტულ პირებს პარტიული საქმიანობა, პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლება და არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალებათ
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 ოქტომბრისთვის
- ელინა ვალტონენის საქართველოში ვიზიტის დასრულების შესახებ ეუთო ინფორმაციას ავრცელებს