“სააკაშვილის მიერ დედისთვის ერთ ლარად გადაცემული ტექნიკური უნივერსიტეტის შენობების საკითხს სჭირდება ახსნა-განმარტება” - გურამ მაჭარაშვილი
,,სააკაშვილის მიერ დედისთვის ერთ ლარად გადაცემული ტექნიკური უნივერსიტეტის შენობების საკითხს სჭირდება ახსნა-განმარტება”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ბუნებრივია რომ უნივერსიტეტის რექტორი გამოძიებას ითხოვს.
„ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე იყო. მან ამომწურავად ისაუბრა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ არასწორად და არასამართლიანად გადასცა ერთ ლარად სააკაშვილმა დედას ტექნიკური უნივერსიტეტის შენობები. ბუნებრივია, რექტორი აღნიშნული საქმის გამოძიებას ითხოვს. დროებით საგამოძიებო კომისიაზე დასმულ საკითხებს ახსნა-განმარტება სჭირდება“.
ცნობისთვის, ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე აცხადებს, რომ წინა ხელისუფლების დროს ტექნიკური უნივერსიტეტის ქონების დიდი ნაწილი ყოფილი პრეზიდენტის ოჯახმა მიიტაცა.
რექტორი საქმის გამოძიებას მოითხოვს.
სიახლეები
- თეირანში სპორტული საზოგადოების სამი წევრი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს
- ,,რა დავაშავე, რომ ჩემს დასთან, ჩემს შვილებთან და მეუღლესთან არ შემიძლია დარეკვა?"- პაატა ბურჭულაძე
- ,,ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო მათი „ენჯეოს“ კოჰორტა, დღეს ვიქნებოდით დანგრეული ქვეყანა"- შალვა პაპუაშვილი
- „ქართული ოცნების“ სახელით გუშინ ოფიციალური საჩივრით მივმართეთ „ბიბისის“ – შალვა პაპუაშვილი
- ჩხოროწყუში მომხდარ ავარიას 21 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა