“ძალიან დიდი სირცხვილია ევროკავშირის წარმომადგენლობისათვის ისეთი ვიდეოს დაფინანსება, რომელიც აღვივებს ხალხში აგრესიას, ძალადობისკენ მისწრაფებას და ხელს უწყობს პოლარიზაციას” - ეკა სეფაშვილი
პარტია „ხალხის ძალის” საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი, დეპუტატი ეკა სეფაშვილი მედიასთან საუბარში გამოეხმაურა შალვა პაპუაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გაზიარებულ ვიდეოს, რომელშიც აქტივისტი – ნესტან ბაგაური ხელისუფლების მოშორებაზე საუბრობს და სიძულვილის ენის შემცველ განცხადებებს აკეთებს.
დეპუტატის თქმით, ძალიან დიდი სირცხვილია ევროკავშირის წარმომადგენლობისათვის ასეთი ვიდეოს დაფინანსება.
„ვიდეო, რომელზეც შალვა პაპუაშვილმა პოსტი გამოაქვეყნა სიძულვილის ენის გამოვლენის ერთ-ერთი სტანდარტული და აშკარა მაგალითია. ვფიქრობ, ძალიან დიდი სირცხვილია ევროკავშირის წარმომადგენლობისათვის, რომ ასეთ ვიდეოს აფინანსებს და აღვივებს ხალხში აგრესიას, ძალადობისკენ მისწრაფებას და ფაქტობრივად, ხელს უწყობს პოლარიზაციას, რომელსაც, როგორც წესი, ევროკავშირი უნდა ებრძოდეს და ამის გადალახვა უნდა ხდებოდეს კონსტრუქციული დიალოგის და ჯანსაღი კრიტიკის, ურთიერთმოსმენის საფუძველზე,”
სიახლეები
- “მრგვალი მაგიდის ფორმატში მექნება საშუალება მივმართო ევროპელ ლიდერებს” – ირაკლი კობახიძე
- ტრამპმა ირანის ახალი სამშვიდობო წინადადება უარყო
- სამართალდამცველებმა 1 კილოგრამამდე „კოკაინი“ ამოიღეს – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
- მსოფლიო საკრუიზო გემზე ვირუსის აფეთქების შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა
- პოლიტიკასლაიდერი საქართველო არის საყრდენი ქვეყანა რეგიონულ დაკავშირებადობასა და საზღვართშორის სატრანსპორტო დერეფნებში – ADB-ის წარმომადგენლობის დირექტორი საქართველოში