“ქალბატონ კოსს დღემდე არ დაუგმია პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივი შტურმი” - შალვა პაპუაშვილი
,,შესაძლებელი რომ იყოს, იმ მილიონ 107 ათას ამომრჩეველს დავაყენებდით ქალბატონი მარტა კოსის სახლთან, რომ მოესმინა მათი ხმისთვის. როგორც ჩანს, ქალბატონი კოსი სელექციურად უდგება საქართველოს. მისთვის ქართველი ხალხი თუ არის მხოლოდ ის ხალხი, ვისაც ფულს უხდიან, ძალიან მძიმე ყოფილა საერთო ჯამში ეს ვითარება მაშინ”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მარტა კოსის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.
მისი შეფასებით, ევროკომისრის განცხადებები საქართველოზე ფარისევლობაა, სანამ ის პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივ შტურმს არ დაგმობს.
„ქალბატონ კოსს დღემდე არ დაუგმია პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივი შტურმი, მათ შორის, იმ ხალხის მხრიდან, ვისაც ევროკავშირი აფინანსებს. მანამ, სანამ ქალბატონი კოსი და სხვა ბიუროკრატები ბრიუსელიდან არ დაგმობენ პრეზიდენტის სასახლეზე განხორცოელებულ ძალადობრივ შტურმს, სანამ არ გაემიჯნებიან ძალადობრივ შტურმს, სანამ არ შეწყვეტენ ამ მოძალადეების დაფინანსებას და თავზე ხელის გადასმას, მანამდე ასეთი განცხადებები მხოლოდ ფარისევლობაა და სხვა არაფერი“.
ცნობისთვის, ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა არ უსმენს საკუთარ ხალხს და არ სურს ევროპული გზით სიარული. მისი განცხადებით, ქვეყანაში ევროკავშირის წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელებას ხელისუფლებაში მყოფი პირები უწყობენ ხელს.
სიახლეები
- ვახო სანაიას 6-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
- ერევანში ჩეჩნეთიდან გაქცეული გოგონას ცხედარი აღმოაჩინეს
- ჰონგ-კონგის აეროპორტის დასაფრენი ბილიკიდან სატვირთო თვითმფრინავი ზღვაში გადავარდა – არის მსხვერპლი
- “ქალბატონი ლომჯარია მოუწოდებდა სხვებს გზის გადაკეტვაზე და თვითონ ტროტუარს არ ჩაცილებულა, ესეც საინტერესო მომენტია – როგორ წირავენ ადამიანებს სასჯელისთვის” – პაპუაშვილი
- პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო