“ქუჩის გადაკეტვა, როდესაც არ არის ამის აუცილებლობა, არის კანონდარღვევა” – შალვა პაპუაშვილი
“ქუჩის გადაკეტვა, როდესაც არ არის ამის აუცილებლობა, არის კანონდარღვევა. შესაბამისად, იქნება ეს ექიმი, ვექილი, ჟურნალისტი თუ სხვა, ამას კანონისთვის მნიშვნელობა არ აქვს. კანონი ვერ იქნება დისკრიმინაციული”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აცხადებს.
ის პარლამენტთან აქციების მონაწილეების, მათ შორის, ჟურნალისტ ვახო სანაიას დაკავებას გამოეხმაურა.
„ფინეთის მინისტრი რომ იდგა რუსთაველის გამზირზე, იმ ფინეთის მთავრობამ 50 ადამიანი დააკავა ქუჩის გადაკეტვისთვის. ვთანხმდებით, რომ ქუჩის გადაკეტვა, როდესაც არ არის ამის აუცილებლობა, არის კანონდარღვევა. თუკი გადაკეტეს გზა იმ შემთხვევაში, როდესაც [ტროტუარზე] ეტეოდნენ, ეს არის დარღვევა. ამაზეც ვთანხმდებით. რამდენადაც ვიცი, სწორედ ეს არის ვახო სანაიას წინააღმდეგ წარდგენილი პრეტენზია, რომ გზა გადაკეტა. კანონია, რომ გზა არ უნდა გადაიკეტოს, თუკი ადამიანებს შეუძლიათ საავტომობილო გზის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრება. თუ არ არის საჭირო, არ უნდა გადაკეტონ. შესაბამისად, იქნება ეს ექიმი, ვექილი, ჟურნალისტი თუ სხვა, ამას კანონისთვის მნიშვნელობა არ აქვს. კანონი ვერ იქნება დისკრიმინაციული და ვერ გამოარჩევს, რომ მოდით, თუკი ადამიანი პროფესიით ჟურნალისტია მას ვაპატიოთ და თუ ინჟინერია, არ ვაპატიოთ“.
სიახლეები
- ვახო სანაიას 6-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
- ერევანში ჩეჩნეთიდან გაქცეული გოგონას ცხედარი აღმოაჩინეს
- ჰონგ-კონგის აეროპორტის დასაფრენი ბილიკიდან სატვირთო თვითმფრინავი ზღვაში გადავარდა – არის მსხვერპლი
- “ქალბატონი ლომჯარია მოუწოდებდა სხვებს გზის გადაკეტვაზე და თვითონ ტროტუარს არ ჩაცილებულა, ესეც საინტერესო მომენტია – როგორ წირავენ ადამიანებს სასჯელისთვის” – პაპუაშვილი
- პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო