“საქართველო არ იქნება პირველი შემთხვევა, სადაც ეს მოხდება, ასეთი რამ გერმანიაში, ესპანეთსა და თურქეთშიც მომხდარა” - ლევან იოსელიანი
სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, მსგავსი რამ სხვადასხვა ქვეყანაშიც მომხდარა.
„ადამიანები, რომლებიც ადამიანის უფლებების სისტემურ ფეხქვეშ გათელვაში იღებდნენ მონაწილეობას, ვინც ამას ამართლებდა, იმ ადამიანების პოლიტიკაში ხილვა მე არ მინდა. არ მინდა ჩემს მომავალს განსაზღვრავდეს ის ადამიანი, ვინც გუშინ ციხეში ადამიანებს აწამებდა. საქართველო არ იქნება პირველი შემთხვევა, სადაც ეს [პარტიების აკრძალვა] მოხდება, ასეთი რამ გერმანიაში, ესპანეთსა და თურქეთშიც მომხდარა.
სასამართლომ უნდა მიიღოს ამაზე გადაწყვეტილება, სასამართლო თუ იქნება დაუსაბუთებელი, დარწმუნებული ვარ, სტრასბურგის სასამართლო ამ ყველაფერზე განსხვავებულ მოსაზრებას გამოაქვეყნებს. ეს ის საკითხი არ არის, რაც საბოლოო ჯამში გაურკვეველი დარჩება. დაველოდოთ ამ პროცესს.
მე პერსონალურად ვინმეს მიმართ წინააღმდეგობა არ მაქვს, მაგრამ ადამიანები, პარტიები, ვინც ადამიანის უფლებებს ფეხქვეშ თელავდა ან თელავს, ჩემი აზრით, მათ ჩვენ ჭკუა არ უნდა გვასწავლონ, ჩვენი მომავალი არ უნდა განსაზღვრონ და პოლიტიკური გადაწყვეტილებები არ უნდა მიიღონ“.
16 ოქტომბერს პარლამენტმა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო. ცვლილებების თანახმად, თუ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით კონკრეტული პარტია აიკრძალება, ამ პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებულ პირს ეკრძალება პოლიტიკური პარტიის დაფუძნება, პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელობა, წევრობა, პარტიული თანამდებობის, სახელმწიფო-პოლიტიკური, პოლიტიკური თანამდებობისა და საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული ორგანოს ხელმძღვანელი თანამდებობის დაკავება.
სიახლეები
- საქართველოს მასშტაბით ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში, 21 და 22 მარტს, სამგლოვიარო ზარებს დარეკავენ
- უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საპატიო პატრიარქი ფილარეტი გარდაიცვალა
- ,,შორს არ არის ის დღე, როცა უწმინდესის კანონიზაციის საკითხს დავაყენებთ"- მეუფე ნიკოლოზი
- ,,საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც აკმაყოფილებენ B1/B2 ვიზის მოთხოვნებს, 15 000-მდე აშშ დოლარის ოდენობის დეპოზიტის გადახდა დაეკისრებათ” – აშშ-ის საელჩო
- სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის დაკრძალვას მსოფლიო პატრიარქი, ბართლომე დაესწრება