,,კრეტინულ სიტუაციაში ვართ"- ბაია პატარაია
უცილებელი არაა ყველაფერი ვწეროთ ფეისბუქზე, ყველა აზრი, ყველა ემოცია და ა.შ. უფრო მეტიც, ძალიან რეკომენდირებულია, რომ არ ვწეროთ ყველა ჩვენი აზრი თუ დამოკიდებულება! უდიდესი ნაწილი ჩვენი ემოციებისა უნდა შევინახოთ ჩვენთვის და შემოვინახოთ პირადი საუბრებისთვის ვიწრო წრეში, – ამის შესახებ ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაცია „საფარის“ ხელმძღვანელი, ბაია პატარაია, სოციალურ ქსელში წერს.
პატარაიას განცხადებით, ამჟამად ისინი კრეტინულ სიტუაციაში არიან.
„აუცილებელი არაა ყველაფერი ვწეროთ ფეისბუქზე, ყველა აზრი, ყველა ემოცია და ა.შ. უფრო მეტიც, ძალიან რეკომენდირებულია, რომ არ ვწეროთ ყველა ჩვენი აზრი თუ დამოკიდებულება!
უდიდესი ნაწილი ჩვენი ემოციებისა უნდა შევინახოთ ჩვენთვის და შემოვინახოთ პირადი საუბრებისთვის ვიწრო წრეში.
ფეისბუქი არის ძალიან საჯარო სივრცე! და აქ უნდა მოვიქცეთ ისე, როგორც მოვიქცეოდით აეროპორტში ან კონფერენციაზე: ვწეროთ ის, რაც საჯარო განხილვას, ჯანსაღი საზოგადოების ფირმირებას და პროპაგანდასთან ბრძოლას სჭირდება.
წინააღმდეგ შემთხვევაში მუდმივად აღმოვჩნდებით ისეთ კრეტინულ სიტუაციაში, როგორშიც ახლა ვართ.
ეს უნდა ვასწავლოთ ბავშვებსაც, რომლებიც ინტერნეტს აღიქვამენ მეგობრულ, დაცულ სივრცედ და არა ქუჩად“,- წერს ბაია პატარაია.
სიახლეები
- საქართველოდან გააძევეს უცხო ქვეყნის 43 მოქალაქე
- საქართველოში საშუალო ნომინალური ხელფასი გაიზარდა – ,,საქსტატი”
- ,,ბოლო თვეებში, მე გავხდი სასტიკი და მიუღებელი ზეწოლის მსხვერპლი"- ილია თოფურია
- „ოცნებაში“ კარგად იციან, რომ საგამოძიებო კომისია, მიგვიყვანს საკითხზე, ვინ გასცა 20 ივნისს რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება"- გიორგი შარაშიძე
- გორის სასწრაფო დახმარების მე-6 ბრიგადამ 75 წლამდე ასაკის ქალბატონის სიცოცხლე გადაარჩინა