გახარიას პარტია დღეიდან საპარლამენტო საქმიანობას იწყებს
ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტია - „გახარია საქართველოსთვის“ - სადავო პარლამენტში მუშაობას იწყებს. დღეს, 28 ოქტომბერს, ისინი პირველად დაესწრებიან პლენარულ სხდომას. პარტიის წევრმა გიორგი შარაშენიძემ თქვა, რომ მათი იქ ყოფნა ემსახურება „განსხვავებული აზრის დაბრუნებას პარლამენტში.
„ჩვენი პარლამენტი შემოსვლა არ ნიშნავს ამ პარლამენტის ლეგიტიმაციის მიცემას ან არმიცემას. ეს ნიშნავს რეალობისთვის თვალის გასწორებას...“ - ამბობს გიორგი შარაშიძე.
მისი თქმით, სადავო პარლამენტს, „ქართულ ოცნებას“ ლეგიტიმაციის პრობლემა მოუხსნა თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტირების შესახებ „ტოტალურმა კამპანიამ“.
„მისასალმებელია, მართალია, დაგვიანებით, ერთი წლის თავზე, თუმცა ერთმა პოლიტიკურმა ჯგუფმა, პარტიამ აღიარა ხალხის ნება, აღიარა დემოკრატია და შეუდგა სადეპუტატო უფლებამოსილების შესრულებას... სამწუხაროა, რომ ზოგმა პარტიამ დაიწვა უკანდასახევი ხიდები, შეიძლება დღეს უნდოდეთ პარლამენტში ყოფნა, მაგრამ ამის შესაძლებლობა თავადვე მოუსპეს... “ - თქვა შალვა პაპუაშვილმა, სადავო პარლამენტის თავმჯდომარემ სხდომაზე, რომელსაც პირველად ესწრებიან „გახარია საქართველოსთვის“ წევრები.
სიახლეები
- “ანტიქართულმა „ოცნებამ“ გადაწყვიტა, დემოკრატიას მიაყენოს გადამწყვეტი დარტყმა” - ირაკლი კუპრაძე
- “კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ეპარქიულ კომისიაზე არქიმანდრიტ დოროთეს მიერ მოთხოვნილი ფორმატი არ დაკმაყოფილდება, რადგან ეს არის უპრეცედენტო და დაუშვებელი” – საპატრიარქო
- “საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლი დაუშვებლად მიიჩნევს ისეთი პოლიტიკური პარტიის საქმიანობას, „რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა” – პაპუაშვილი
- “ერთობლივი კონსტიტუციური სარჩელით მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს კონკრეტული პოლიტიკური პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობისა და მათი აკრძალვის მოთხოვნით” – პაპუაშვილი
- “გიორგი გახარია არის ქრონიკული მოღალატე” - ირაკლი ფავლენიშვილი