“უკრაინის ომის დაწყების დღიდან ვაკონტროლებთ, რომ სანქცირებულ კომპანიებთან არ იყოს საქართველოს აფილირებული; თუმცა ვხედავთ, რომ ის ქვეყნები, რომლებიც გვაკრიტიკებენ, ყველა ვაჭრობს რუსეთთან” – შალამბერიძე
“ჩვენ, უკრაინის ომის დაწყების დღიდან, ვაკონტროლებთ იმას, რომ სანქცირებულ კომპანიებთან და ა.შ. არ იყოს საქართველოს აფილირებული. თუმცა ვხედავთ, რომ ის ქვეყნები, რომლებიც გვაკრიტიკებენ, ყველა ვაჭრობს და ცდილობენ, რომ რაღაც შემოსავალი მიიღოს და ხელი მოითბოს ამ ომიდან”, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ზვიად შალამბერიძემ განაცხადა.
აღნიშნულით ის ბალტიისპირეთის ქვეყნების ,რუსული ნავთობის ექსპორტის ჩრდილოვან სქემებს გამოეხმაურა.
„ყველაზე ხისტი განცხადებები თუ საიდანმე შეიძლება იყოს [საქართველოს მიმართ], ეს არის ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან. ვხედავთ, რომ არა მხოლოდ ნავთობის მიმართულებით, მათ გაზარდეს რუსეთთან ვაჭრობა ალკოჰოლის მიმართულებით, მედიკამენტებიც სხვათა შორის გააათმაგეს და გააასმაგეს ის რაოდენობა, რასაც რუსეთ-უკრაინის ომამდე ისინი ყიდდნენ რუსეთში. ორმაგი სტანდარტით მოქმედებენ საქართველოს მიმართ. ჩვენ, დღიდან დაწყებისა უკრაინის ომის ვაკონტროლებთ იმას, რომ სანქცირებულ კომპანიებთან და ა.შ. არ იყოს საქართველოს აფილირებული. თუმცა ვხედავთ, რომ ის ქვეყნები, რომლებიც გვაკრიტიკებენ, ყველანი ვაჭრობენ და ცდილობენ, რომ რაღაც შემოსავალი მიიღონ და ხელი მოითბონ ამ ომიდან“.
შეგახსენებთ, ბალტიისპირეთის ქვეყნების კომპანიები რუსეთის „ჩრდილოვან“ ტანკერებზე ნავთობის გადატვირთვაში მონაწილეობენ – შესაბამის ინფორმაციას ლიეტუვური მედია ჟურნალისტურ გამოძიებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
სიახლეები
- დაკავებულია „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 45 პირი
- მეცნიერებმა კიბოს ყველაზე აგრესიული ტიპის კვლევაში მნიშვნელოვანი შედეგები მიიღეს
- აჭარაში პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 55 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 57 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
- რუსეთის ჯარებმა კიევს ისევ დაარტყეს