“ტერორი საქართველოში - ახალი რეკორდები” - სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი, რომელიც თბილისში ყოველდღიურ საპროტესტო აქციებს ესწრება, ჯამში, 100 000 დოლარით დაჯარიმდა.
მისი შეფასებით, ეს საქართველოში ტერორის ახალი რეკორდია.
„ტერორი საქართველოში - ახალი რეკორდები! აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი, რომელიც თბილისში ყოველდღიურ საპროტესტო აქციებს ესწრება, ჯამში, 100 000 დოლარით დაჯარიმდა ახალი კანონის 55 დარღვევისთვის, რომელიც მომიტინგეებს ქუჩების გადაკეტვას უკრძალავს“.
გზის გადაკეტვის გამო მოქალაქეების დაკავების შესახებ ზურაბიშვილმა კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ ამ ყველაფრის საბოლოო მიზანი პროტესტის ჩახშობაა.
„ტერორი საქართველოში, ყოველდღიურად მასობრივი დაპატიმრებები მიმდინარეობს თბილისში, სადაც საპროტესტო აქციები 341 დღეა გრძელდება. ადამიანები დააკავეს მხოლოდ ტროტუარზე დგომის ან დამცავი ნიღბების ტარების გამო. განმეორებითი დანაშაული 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს! საბოლოო მიზანი პროტესტის ჩახშობა!".
სიახლეები
- “მრგვალი მაგიდის ფორმატში მექნება საშუალება მივმართო ევროპელ ლიდერებს” – ირაკლი კობახიძე
- ტრამპმა ირანის ახალი სამშვიდობო წინადადება უარყო
- სამართალდამცველებმა 1 კილოგრამამდე „კოკაინი“ ამოიღეს – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
- მსოფლიო საკრუიზო გემზე ვირუსის აფეთქების შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა
- პოლიტიკასლაიდერი საქართველო არის საყრდენი ქვეყანა რეგიონულ დაკავშირებადობასა და საზღვართშორის სატრანსპორტო დერეფნებში – ADB-ის წარმომადგენლობის დირექტორი საქართველოში