ამ გვერდის ამობედვა

“ორი ცრუ ნარატივი, რომლის დამკვიდრებაში ბრიუსელმა უზარმაზარი პოლიტიკური ენერგია და ფინანსური რესურსი ჩადო” - შალვა პაპუაშვილი

„ორი ცრუ ნარატივი, რომლის დამკვიდრებაში ბრიუსელმა უზარმაზარი პოლიტიკური ენერგია და ფინანსური რესურსი ჩადო: საქართველოს პარლამენტმა მიიღო „რუსული კანონი“, საქართველოს მთავრობამ შეაჩერა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი,“ – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, “გავიდა დრო და დადასტურდა, რომ კანონი ამერიკულია, ხოლო ინტეგრაციის პროცესი ბრიუსელმა თავად შეაჩერა”.

 

„გავიდა დრო და დადასტურდა, რომ კანონი ამერიკულია, რომ ინტეგრაციის პროცესი ბრიუსელმა თავად შეაჩერა, და რომ ჯამი ჭურჭელია. ნარატივი ვერ ცვლის რეალობას. სიმართლე პროპაგანდით მუდამ ვერ შეინიღბება. ბრიუსელის ღირებულებითი უკუსვლა დაიწყო მაშინ, როდესაც დეზინფორმაცია და პროპაგანდა მისაღებ პოლიტიკურ იარაღად აღიარა და ამით თავად დაარღვია ის პრინციპები, რის საფუძველზეც ევროპა შენდებოდა – თავისუფლება, სამართლიანობა და პატიოსანი დიალოგი. უზნეო მეთოდებით ზნეობრივი მიზნების მიღწევის მცდელობა, ადრე თუ გვიან, ყველაზე ღირებულ განზრახვასაც კი აზიანებს.

 

ამიტომ, პირველი ნაბიჯი, რომელიც ბრიუსელმა ევროპული ღირებულებების გზაზე დასაბრუნებლად უნდა გადადგას, დეზინფორმაციაზე და პროპაგანდაზე უარის თქმაა. მხოლოდ სიმართლის დაბრუნებით შეძლებს ბრიუსელი, რომ კვლავ იქცეს იმ ევროპად, რომელიც ოდესღაც თავისუფლებისა და სამართლიანობის სინონიმად მიიჩნეოდა".

 

პაველ ჰერჩინსკის მიერ საგარეო უწყებისადმი მიწერილ წერილში ელჩი ადასტურებს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებაზე გადაწყვეტილება ირაკლი კობახიძის განცხადებამდე ხუთი თვით ადრე თავად მიიღეს.

წაკითხვა 140 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 07 2025

სიახლეები