"რა არაბიზაცია და არაბული ქალაქები, უკონტროლო მიგრაცია დაშვებული არ არის, საუბარია მსხვილ პროექტზე, რომელიც საქართველოში საერთაშორისო ბიზნესს მოიზიდავს"
კომიკურია არა მხოლოდ ის, რა მანერითაც „ლელო“ საუბრობს, არამედ ის ქმედებები, რითიც სურთ, ეს უშველებელი პროექტი არ განხორციელდეს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოში უკონტროლო მიგრაცია დაშვებული არ არის.
„კომიკურია არა მხოლოდ ის, რა მანერითაც „ლელო“ საუბრობს, არამედ ის ქმედებები, რითიც სურთ ეს უშველებელი პროექტი არ განხორციელდეს. ამის რესურსი არ გააჩნიათ და ამიტომ ხისტ სიტყვებს იყენებენ. რა არაბიზაცია, რა არაბული ქალაქები?! საუბარია მსხვილ პროექტზე, რომელიც საქართველოში საერთაშორისო ბიზნესს მოიზიდავს, რადგან ქვეყანაში ბიზნესის განვითარებას საუკეთესო პირობები აქვს. არ არის დაშვებული ის, რომ უკონტროლო მიგრაცია იყოს. როცა ამაზე მსჯელობს კომიკური ხაზარაძე, მაშინ იმაზეც ილაპარაკოს, ევროპაში რა მდგომარეობაა, როცა ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნის მიუხედავად არანაირი რეგულაცია და ინტერესი არ არის გათვალისწინებული. გააფთრებული შესვლაა მიგრაციული პოლიტიკის ფარგლებში, საქართველოში ასეთი რამ არ ხდება“, – განაცხადა ვოლსკიმ.
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 23 აპრილიდან
- "40 დღე სრულდება, რაც ილია მეორე ზესთასოფელს შეუერთდა, შეგახსენებთ მის სურვილს, თუნდაც ერთი ნაკლოვანება გამოგვესწორებინა, ამას თუ გავაკეთებთ, შეწევნა იქნება ჩვენი და მისი სულისთვის"
- "სააკაშვილის გარეშე ეს ალიანსი არ არსებობს, ის არის მთავარი სახე, მაგრამ ცდილობენ, ალიანსი წარმოაჩინონ ისე, თითქოს, პლურალიზმია"
- "კობახიძე და მდინარაძე შეიძლება ჩემ გვერდზე საკანში ჩასვან" - ალეკო ელისაშვილი
- "ბავშვების გადარჩენა ზედმეტად ეძვირათ'"- ნიკა გვარამია