ამ გვერდის ამობედვა

,,300 ადამიანი დარჩა და აქციებზე წინ და უკან დაეხეტებიან, ხალხის მხრიდან არანაირი მხარდაჭერა არ გააჩნიათ"- კახა კალაძე

300 ადამიანი დარჩა და აქციებზე წინ და უკან დაეხეტებიან. მათ ხალხის მხრიდან არანაირი მხარდაჭერა არ გააჩნიათ, განულებულები და წარუმატებლები არიან. ამიტომ ერჩიან წარმატებულ ხალხს, მათ შორის ჩვენს ფეხბურთელებს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, ბოლო დღეებში საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრების მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებები არასწორია, რადგან ფეხბურთელებმა ქართული ფეხბურთი განსხვავებულ ნიშნულზე აიყვანეს.

„სამარცხვინოები არიან ეს ადამიანები, თავიანთი განცხადებებით და მესიჯებით, რასაც ჩვენი ფეხბურთელების მიმართ ვისმენთ. ისინი უპირისპირდებიან ყველას და ყველაფერს, ვინც მათ გვერდით არ დგას. ერჩიან ყველას, შეურაცხყოფას აყენებენ, აგინებენ, ლანძღავენ. ჯანსაღი საზოგადოება რეალურად ანალიზს აკეთებს და კარგად ხედავს, ვინ ვინ არის. 300 ადამიანი დარჩა და აქციებზე წინ და უკან დაეხეტებიან. მათ ხალხის მხრიდან არანაირი მხარდაჭერა არ გააჩნიათ, განულებულები და წარუმატებლები არიან. ამიტომ ერჩიან წარმატებულ ხალხს, მათ შორის ჩვენს ფეხბურთელებს. ამ ხალხს არც ადრე უხაროდათ ჩვენი ნაკრების წარმატება და გამარჯვებები. ისინი გაბოროტებულ დაჯგუფებას წარმოადგენენ და ქვეყნის ყველა წარმატებას ებრძვიან.

რაც შეეხება უშუალოდ ჩვენს ეროვნულ ნაკრებს, არის როგორც წარმატებული თამაშები, ასევე წარუმატებელიც. სხვანაირად შეუძლებელია. ეს ფეხბურთია და ყოველთვის ვერ მოიგებ. თუმცა, ჩვენ ჩვენი გუნდი და ჩვენი ბიჭები, წაგებისა და მოგების მიუხედავად, გვიყვარს, პატივს ვცემთ. ისინი არიან ახალგაზრდები, ვინც ქართული ფეხბურთის სიყვარული დააბრუნეს და განსხვავებულ ნიშნულზე აიყვანეს. ყველანი უბედნიერესები ვიყავით, როდესაც ისტორია დაიწერა და ჩვენი ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. შემდეგ წელს გუნდმა რამდენიმე თამაში რომ წააგო, ამის გამო ფეხბურთელები ლანძღო და შეურაცხყოფა აყენო, სწორი არაა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

წაკითხვა 77 ჯერ