ახალი რედაქციის „საარჩევნო კოდექსით“, არჩევნების და მასთან ერთად, რეფერენდუმისა და პლებისციტის დეფინიცია იცვლება
ახალი რედაქციის ,,საარჩევნო კოდექსით“, არჩევნების და მასთან ერთად, რეფერენდუმისა და პლებისციტის დეფინიცია იცვლება - სამივე შემთხვევაში ხდება მითითება, რომ ის საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში ტარდება.
მოქმედი საარჩევნო კანონით რეფერენდუმთან დაკავშირებით ამბობს, რომ ის არის საერთო-სახალხო გამოკითხვა საყოველთაო, თანასწორი და ნების პირდაპირი გამოვლენის მიზნით, ფარული კენჭისყრით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საკითხების საბოლოოდ გადასაწყვეტად, რომელიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე იმართება.
,,საქართველოს მთელს ტერიტორიასთან“ დაკავშირებული ჩანაწერი იცვლება სიტყვებით - ,,საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში“. პარლამენტში ინიცირებული პროექტის თანახმად, რეფერენდუმი არის საერთო-სახალხო გამოკითხვა საყოველთაო, თანასწორი და ნების პირდაპირი გამოვლენის მიზნით, რომელიც იმართება საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში, ფარული კენჭისყრით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საკითხების საბოლოოდ გადასაწყვეტად.
არჩევნებისა და პლებისციტის შემთხვევაშიც, მითითება ,,საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში“ ჩატარებაზე ხდება.
ახალი რედაქციის ,,საარჩევნო კოდექსი“ პარლამენტში ინიცირებულია. ის ,,ქართული ოცნების“ დეპუტატებმა წარადგინეს.
სიახლეები
- თეირანში სპორტული საზოგადოების სამი წევრი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს
- ,,რა დავაშავე, რომ ჩემს დასთან, ჩემს შვილებთან და მეუღლესთან არ შემიძლია დარეკვა?"- პაატა ბურჭულაძე
- ,,ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო მათი „ენჯეოს“ კოჰორტა, დღეს ვიქნებოდით დანგრეული ქვეყანა"- შალვა პაპუაშვილი
- „ქართული ოცნების“ სახელით გუშინ ოფიციალური საჩივრით მივმართეთ „ბიბისის“ – შალვა პაპუაშვილი
- ჩხოროწყუში მომხდარ ავარიას 21 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა