„ყველა მხარეს მოვუწოდებ, შევეშვათ ჩვენს საამაყო ფეხბურთელებს” – გიორგი შარაშიძე
„ყველა მხარეს მოვუწოდებ, შევეშვათ ჩვენს საამაყო ფეხბურთელებს”, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრი, გიორგი შარაშიძე აცხადებს.
როგორც ის განმარტავს, ფეხბურთელების მიმართ ბულინგი უნდა შეწყდეს.
,,საქმე ეხება ეროვნულ ნაკრებს, რომელიც, რა თქმა უნდა, შეიძლება, გულშემატკივრის გულს ყოველთვის ვერ ახარებდეს. ეს არ ნიშნავს, რომ ვინმემ მათ წინააღმდეგ ბულინგი უნდა დაიწყოს. ეროვნული ნაკრები იმის ეროვნული ნაკრებია, რომ ჩვენ ჩვენი ნაკრებით ვამაყობდეთ. მოვუწოდებ ყველას, რომელი მხარეც არ უნდა იყოს, ამ ბიჭებს შევეშვათ და მაქსიმალურად დავცალოთ ნებისმიერი პოლიტიკური ზეგავლენისგან. ერთადერთი, რაც ჩვენ შეგვიძლია, გავაკეთოთ, არის, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, წაგების თუ მოგების შემთხვევაში, მხარი დავუჭიროთ ეროვნულ ნაკრებს. ყველაფრის პოლიტიზება და მით უფრო, ფეხბურთის, დაუშვებელია. გვესმის ისიც, რომ ამ საკითხის პოლიტიზებას ვინც ახდენს, ერთი მხარის წვლილი შეიძლება, გაცილებით მაღალი იყოს, ვიდრე მეორე მხარის, მაგრამ ამის გარჩევასაც არ დავიწყებ. ყველაფრის მიუხედავად, ყველას მოვუწოდებთ, ეროვნულ ნაკრებს მხარი დავუჭიროთ“, – აცხადებს შარაშიძე.
სიახლეები
- ''გვქონდა საუბარი შუა დერეფნის განვითარების საკითხებზე, მათ შორის, ტრამპის მარშრუტის საკითხზე'' - სამხარაძე – აშშ-ში ვიზიტზე
- '' ასეთს რას გიხდიან?! როგორ უნდა გძულდეს სამშობლო, რომ ამ მსოფლიო არმაგედონის ჟამს ასე გაწირო შენი ხალხი!'' - გოგა ხაინდრავა
- ექსპერტთა საბჭომ ირანის მომავალ უზენაეს ლიდერად მოკლული აიათოლა ალი ხამენეის შვილი, მოჯტაბა ხამენეი აირჩია
- "რაც უნდა მოხდეს, აშშ უზრუნველყოფს მსოფლიოსთვის ენერგორესურსების თავისუფლად მიწოდებას" - დონალდ ტრამპი
- ,, „იმედის“ და POSTV-ს დასანქცირება ემსახურება იმას, რომ გამოათავისუფლონ ველი ოპოზიციურად განწყობილი მედიასაშუალებებისთვის'' - ლევან მაჭავარიანი