,,ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების დროს საქართველო იდგა იქ, სადაც სჭირდებოდა უკრაინას და უკრაინელ ხალხს"- კახა კალაძე
„გულწრფელად ვამბობ, საერთაშორისო პლატფორმებზე ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების დროს საქართველო იდგა იქ, სადაც სჭირდებოდა უკრაინას და უკრაინელ ხალხს“, – განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ უკრაინის მხარდაჭერის საკითხზე საქართველოს კრიტიკასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, საქართველომ უკრაინის უამრავი მოქალაქე მიიღო, დახმარების ხელი გაუწოდა და მომავალშიც ასე იქნება.
„გარდა ამისა, უამრავი ადამიანი შემოვიდა საქართველოში. დაყვედრებასავით არ მინდა გამომივიდეს, მაგრამ ყველანაირად გვერდით დავუდექით, ხელი შევუწყვეთ ამ ადამიანებს და მომავალშიც ასე იქნება, სხვანაირად ვერ წარმომიდგენია. მაგრამ ეს უნდა გაიგოს და იცოდეს ყველამ, რომ ჩვენ გადავდგით ისეთი ნაბიჯები, რომელიც, ვფიქრობ, ხელშემწყობი იყო მათი ხალხისთვის და ქვეყნისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.
სიახლეები
- “მრგვალი მაგიდის ფორმატში მექნება საშუალება მივმართო ევროპელ ლიდერებს” – ირაკლი კობახიძე
- ტრამპმა ირანის ახალი სამშვიდობო წინადადება უარყო
- სამართალდამცველებმა 1 კილოგრამამდე „კოკაინი“ ამოიღეს – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
- მსოფლიო საკრუიზო გემზე ვირუსის აფეთქების შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა
- პოლიტიკასლაიდერი საქართველო არის საყრდენი ქვეყანა რეგიონულ დაკავშირებადობასა და საზღვართშორის სატრანსპორტო დერეფნებში – ADB-ის წარმომადგენლობის დირექტორი საქართველოში