,,თურმე ბრიუსელის ბიუროკრატებს უნდა შევუთანხმოთ, დელეგაციაში ვის ჩავსვამთ, ეს ნონსენსია"- ირაკლი ზარქუა
,,სახელმწიფოს კონკრეტულ საკითხებში ადანაშაულებენ და დელეგაციას არ შეხვდნენ. დისკუსიის, არგუმენტების ეშინიათ, რადგან მართლები არ არიან”,- ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ ბრიუსელში დაგეგმილ საქართველო-ევროკავშირის შეხვედრის გადადების საკითხზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ბრიუსელს დისკუსიის, არგუმენტების ეშინია.
„თურმე ბრიუსელის ბიუროკრატებს უნდა შევუთანხმოთ, დელეგაციაში ვის ჩავსვამთ, ეს ნონსენსია. რატომ გადადეს შეხვედრა? სიმართლის მოსმენა არ უნდათ, რადგან მაშინ ყველა ბრალდებასა და საქართველოს გაშავებაზე ნიღაბს ჩამოვხსნით, პასუხს მოვთხოვთ. შეხვედრაზე უარი ამიტომაც თქვეს. სახელმწიფოს კონკრეტულ საკითხებში ადანაშაულებენ და დელეგაციას არ შეხვდნენ. რატომ? ეშინიათ, რომ სიმართლეს ვეტყოდით. მათი აკაცუკები რომ იყვნენ აქ, „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი რომ მივიღეთ, ვუთხარით, მოდით, იქნებ მართალი ხართ და ვიმსჯელოთო. დისკუსიაში არცერთი შემოვიდა. ახლაც იგივე გრძელდება. დისკუსიის, არგუმენტების ეშინიათ, რადგან მართლები არ არიან. ჩვენ გადავწყვეტთ, დელეგაციაში ვინ გვყავდეს. ამას როგორც არ ვეკითხებოდით რუსეთს, ასე იქნება ევრობიუროკრატების შემთხვევაშიც“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ 2025 წლის 21 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის შეხვედრა ევროკავშირის მხარის გადაწყვეტილებით გადაიდო. როგორც საგარეო უწყებაში აღნიშნეს, დიალოგის გადადება აჩვენებს, რომ ბრიუსელი მზად არ არის, მოისმინოს ქართული მხარის პოზიციები.
სიახლეები
- საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს
- ,,ქალზე მოძალადე შალვა პაპუაშვილისგან, რომელმაც უმაღლეს ტრიბუნაზე გამოავლინა თავისი ძალადობრივი ხასიათი, მორალზე საუბარი ტრაგიკომიკურია"- თინა ბოკუჩავა
- ,,როცა საქმე საქართველოს ევროპულ მომავალს ეხება, ცოტა უფრო მეტი სერიოზულობით შევხედოთ საკითხს"- გიორგი შარაშიძე
- უახლოეს დღეებში საქართველოში თბილი და უნალექო ამინდი იქნება შენარჩუნებული
- ,,თუ საქართველო არ დაადგება უკრაინის გზას, ვერ იქნება მხარდაჭერილი ევრობიუროკრატიის მხრიდან"- გურამ მაჭარაშვილი