,,მოწმე ვარ, როგორ უბიძგეს ამერიკელებმა გერმანელებს რუსეთ-უკრაინის ომში ჩართვისკენ"- ვიქტორ ორბანი
,,მე იქ ვიყავი, მინახავს, მოწმე ვარ, როგორ უბიძგეს ამერიკელებმა გერმანელებს ამ ომში ჩართვისკენ. ასე რომ, არ დაგავიწყდეთ, რომ ეს თქვენი არჩევანი არ იყო”, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ჟურნალისტ, მათიას დოფნერთან პოდკასტში განაცხადა.
ვიქტორ ორბანის განცხადებით, ომი არ ყოფილა გერმანელების არჩევანი და ამას კანცლერმა შოლცმაც გაუწია წინააღმდეგობა.
,,მე იქ ვიყავი, მინახავს, მოწმე ვარ, როგორ უბიძგეს ამერიკელებმა გერმანელებს ამ ომში შესვლისკენ. ასე რომ, არ დაგავიწყდეთ, რომ ეს თქვენი არჩევანი არ იყო. არ ვიცი, როგორ განმარტავენ ამას ახლა გერმანიაში. მაგრამ ომი თქვენი არჩევანი არ ყოფილა. კანცლერმა შოლცმაც კი წინააღმდეგობა გაუწია”, – განაცხადა ორბანმა.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რატომ უნდა ჰქონოდათ ამერიკელებს ომის დაწყების ინტერესი ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ მან კანცლერ შოლცთან საუბრისას გააფრთხილა ის, რომ დადგებოდა დრო, როდესაც ამერიკა გვერდით გადგებოდა და ევროპა ამ ომში მარტო დარჩებოდა და ახლა სწორედ ეს სიტუაციაა.
,,კარგი, უბრალოდ დავუბრუნდეთ ფაქტებს. გერმანიის კანცლერი კვირების და თვეების განმავლობაში იბრძოდა, რომ გერმანია უფრო და უფრო მეტად არ ჩართულიყო ამ ომში. მაგრამ ბაიდენის დემოკრატიული ადმინისტრაცია ყველას უბიძგებდა ომში ჩართვისკენ, ჩემს გარდა იმიტომ, რომ მე წინააღმდეგობა გავუწიე, მაგრამ გერმანელებს ამ ომში ჩართვისკენ უბიძგეს. მე ვუთხარი შოლცს და ყველას, ვინც იქ იჯდა, რომ თუ თქვენ მიიღებთ ბაიდენის ზეწოლას და ომში ჩაგრთავთ, დადგება მომენტი, როდესაც ამერიკელები გვერდზე გადგებიან და ჩვენ მარტო დავრჩებით. ნუ გააკეთებთ ამას. ზუსტად ამ სიტუაციაში ვართ ახლა სადაც ვართ”, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.
სიახლეები
- მთავრობის გადაწყვეტილებით, 2026 წელს სახელმწიფო ენის გამოცდა ჩატარდება
- ,,მიმდინარეობს ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის შანტაჟი, მათ შორის ქვეყნის ინტერესების დათმობის სანაცვლოდ"- კახა კალაძე
- ,,დიდი პატივია, დღეს შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის 66-ე გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით მოგმართოთ"- შალვა პაპუაშვილი
- ,,მზად ვართ, გამოვიყენოთ საპარლამენტო დიპლომატიის ძალა, რათა ჩვენი რეგიონი თანამშრომლობითა და შესაძლებლობებით გამოირჩეოდეს” – შალვა პაპუაშვილი
- ისრაელის იერიში ბეირუთზე – ლიკვიდირებულია ,,ჰეზბოლას” მეთაური