"საქართველოს მთავრობა აღარ არსებობს, მარიონეტი მთავრობა გვყავს, რომელიც ფაქტობრივად მოსკოვიდან იღებს ინსტრუქციებს" - სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს მთავრობა აღარ არსებობს, მარიონეტი მთავრობა გვყავს, რომელიც ფაქტობრივად მოსკოვიდან იღებს ინსტრუქციებს. ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ფრანგულ უნივერსიტეტში, Sciences Po-ში სტუდენტებთან საუბრისას განაცხადა.
კერძოდ, ერთ-ერთმა დამსწრემ ზურაბიშვილს ჰკითხა, თუ როგორ შეუძლია ევროკავშირს საქართველოს მთავრობასთან მუშაობა, რათა აღკვეთოს რუსეთის მიერ საინფორმაციო და ტექნოლოგიური საშუალებებით საქართველოში ვითარების გაუარესება.
“პასუხი ნამდვილად არ არის საქართველოს მთავრობასთან მუშაობა. საქართველოს მთავრობა აღარ არსებობს. მარიონეტი მთავრობა გვყავს, რომელიც ფაქტობრივად მოსკოვიდან იღებს ინსტრუქციებს, ყოველ მეორე დღეს რუსეთის ლიდერებისგან იღებს კომპლიმენტებს და ძალიან აგრესიულია საქართველოში ევროკავშირის ან შეერთებული შტატების წარმომადგენლების მიმართ, ძალიან აგრესიულია ყველა ევროპული პოლიტიკური ქმედების მიმართ.
ასე რომ, მათთან თანამშრომლობის შესაძლებლობა არ არსებობს. არსებობს გარედან მუშაობის შესაძლებლობები”, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
სიახლეები
- 27 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- "კვალიფიციური კადრების დეფიციტია ყველა მიმართულებით, შესაბამისად, თუ უმაღლესი განათლების რეფორმა არ გატარდა, დავრჩებით იქ, სადაც ვართ" - ირაკლი კობახიძე
- " განათლების რეფორმა არის ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანა, უნდა ვაღიაროთ, რომ ეს არის ის მიმართულება, სადაც ყველაზე ნაკლები გაკეთდა გასული 13 წლის განმავლობაში"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 27 ნოემბრისთვის
- "არქიტექტორების, ინჟინრების, მშენებლების დეფიციტი გვაქვს, რეფორმის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ტექნიკური დარგების განვითარებას"