,,მას მოუწია თავის მართლება და თქმა, რომ, თითქოს, არ ერევა ქვეყნის შიდა პოლიტიკაში"- ზვიად შალამბერიძე
,,მას მოუწია თავის მართლება და თქმა, რომ, თითქოს, არ ერევა ქვეყნის შიდა პოლიტიკაში”, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ზვიად შალამბერიძემ საქართველოში გერმანიის ელჩ პეტერ ფიშერზე საუბრისას განაცხადა.
ამასთან, როგორც შალამბერიძემ აღნიშნა, ელჩი კიდევ ერთხელ გასცდა თავის მოვალეობებს, როდესაც განიხილა, თუ რა ნაბიჯებს დგამს და გადადგამს ევროკავშირი დეკემბრის ბოლოს,
„ამ შემთხვევაში გერმანიის ელჩს კიდევ ერთხელ მოუწია ალბათ, დავალების შესრულება და კიდევ ერთხელ დაარღვია ვენის კონვენცია”, – განაცხადა შალამბერიძემ.
ცნობისთვის, საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა განაცხადა, რომ საქართველოს შიდა საქმეებში არ ჩარეულა და ვენის კონვენცია არ დაურღვევია.
სიახლეები
- თეირანში სპორტული საზოგადოების სამი წევრი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს
- ,,რა დავაშავე, რომ ჩემს დასთან, ჩემს შვილებთან და მეუღლესთან არ შემიძლია დარეკვა?"- პაატა ბურჭულაძე
- ,,ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო მათი „ენჯეოს“ კოჰორტა, დღეს ვიქნებოდით დანგრეული ქვეყანა"- შალვა პაპუაშვილი
- „ქართული ოცნების“ სახელით გუშინ ოფიციალური საჩივრით მივმართეთ „ბიბისის“ – შალვა პაპუაშვილი
- ჩხოროწყუში მომხდარ ავარიას 21 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა