"ხვალ კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან სასოწარკვეთილი რადიკალები, სასოწარკვეთილი იმით, რომ ვერ მიაღწიეს მიზანს, ეს ქვეყანა დირექტიული მმართველობისთვის ჩაებარებინათ"
ხვალ კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან სასოწარკვეთილი რადიკალები. სასოწარკვეთილი იმით, რომ ვერ მიაღწიეს მიზანს, ეს ქვეყანა დირექტიული მმართველობისთვის გადაეცათ და ჩაებარებინათ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.
წილოსანის თქმით, ერთი წლის თავზე კიდევ შეიკრიბებიან მოტყუებული თუ ძალით ამ პროცესში ჩართული ადამიანები, რომლებიც კიდევ ერთხელ იტყვიან, რომ არ უნდათ დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი.
„28 ნოემბრიდან ერთი წელი სრულდება, როდესაც სულ ტყუილად აყვირეს და აჩხუბეს ხალხი რუსთაველის გამზირზე, რადგან ირაკლი კობახიძის განცხადება თითქოს გულისხმობდა მოლაპარაკებების შეჩერების პროცესს. რეალურად კი, მათივე, მათ შორის ევროკავშირის ელჩის წერილშიც კი ვკითხულობთ, რომ ეს პროცესი ხუთი თვით ადრე ჰქონდათ მათ შეჩერებული. ამიტომ ამაზე დიდი აფერა არ არსებობს, რაც მათი მხრიდან შეჩერებული პროცესის ირაკლი კობახიძისთვის გადაბრალებაა. შესაბამისად, ერთი წლის თავზე კიდევ შეიკრიბებიან ის მოტყუებული თუ ძალით ამ პროცესში ჩართული ადამიანები, რომლებიც კიდევ ერთხელ იტყვიან, ძალიან გთხოვთ, მოგვეცით დავალებები, დირექტივები, არ გვინდა დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 23 აპრილიდან
- "40 დღე სრულდება, რაც ილია მეორე ზესთასოფელს შეუერთდა, შეგახსენებთ მის სურვილს, თუნდაც ერთი ნაკლოვანება გამოგვესწორებინა, ამას თუ გავაკეთებთ, შეწევნა იქნება ჩვენი და მისი სულისთვის"
- "სააკაშვილის გარეშე ეს ალიანსი არ არსებობს, ის არის მთავარი სახე, მაგრამ ცდილობენ, ალიანსი წარმოაჩინონ ისე, თითქოს, პლურალიზმია"
- "კობახიძე და მდინარაძე შეიძლება ჩემ გვერდზე საკანში ჩასვან" - ალეკო ელისაშვილი
- "ბავშვების გადარჩენა ზედმეტად ეძვირათ'"- ნიკა გვარამია