საქართველოს მოქალაქეები პოლონეთში სამუშაო ვიზას გამარტივებულად ვეღარ მიიღებენ
1 დეკემბრიდან საქართველოს მოქალაქეები პოლონეთში სამუშაო ვიზას გამარტივებულად ვეღარ მიიღებენ. – ინფორმაციას პოლონეთის საელჩო ავრცელებს.
1 დეკემბრიდან ძალაში შედის პოლონეთის ოჯახის, შრომისა და სოციალური პოლიტიკის მინისტრის 2025 წლის 21 ნოემბრის განკარგულება იმ ქვეყნების შესახებ, რომელთა მოქალაქეებსაც ეხება უცხოელის დასაქმების შესახებ დეკლარაციები და სეზონურ სამუშაოზე ნებართვასთან დაკავშირებული გარკვეული დებულებები.
აღნიშნული განკარგულების საფუძველზე სამუშაო ვიზის გამარტივებულად მიღების უფლება აქვთ შემდეგი ქვეყნის მოქალაქეებს:
1) სომხეთის;
2) ბელარუსის;
3) მოლდოვას;
4) უკრაინის.
ახალი რეგულაციები აღარ ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე.
საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც სამუშაო დაევალათ უცხოელის დასაქმების შესახებ დეკლარაციის საფუძველზე, ხოლო ეს უკანასკნელი დეკლარაციების რეესტრში შეტანილია 2025 წლის 1 დეკემბრამდე, შეუძლიათ გააგრძელონ მუშაობა ამ დეკლარაციაში მითითებული პირობებით, მისი მოქმედების ვადის ამოწურვამდე.
პოლონეთი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ხელმისაწვდომი მიმართულებაა საქართველოს მოქალაქეებისთვის შრომითი მიგრაციის თვალსაზრისით, რადგან პოლონეთის კანონმდებლობა შედარებით ამარტივებს არაევროკავშირის ქვეყნის მოქალაქეების დასაქმებას, განსაკუთრებით იმ სექტორებში, სადაც სამუშაო ძალის დეფიციტია.
პირველ რიგში პოლონეთში ეძებდნენ დამსაქმებელს, რომელიც მზად იყო მიეცა სამუშაო. ამის შემდეგ დამსაქმებელს უნდა მიეღო სამუშაო ნებართვა (Zezwolenie na pracę) ან შრომითი განაცხადის დეკლარაცია (Oświadczenie o zamiarze powierzenia wykonywania pracy) შესაბამისი ადგილობრივი ხელისუფლებისგან. შრომითი დეკლარაცია გამოიყენება მოკლევადიანი სამუშაოსთვის (6 თვე 12 თვის განმავლობაში). სამუშაო ნებართვა (ტიპი A) გამოიყენება გრძელვადიანი დასაქმებისთვის. მიღებული სამუშაო ნებართვის (ან დეკლარაციის) საფუძველზე, პირი შემდეგ მიმართავდა პოლონეთის საკონსულოს D ტიპის ვიზის მისაღებად. ე.წ. “დეკლარაცია” საშუალებას იძლევა იმუშაო პოლონეთში 6 თვემდე ვადით ნებისმიერი 12-თვიანი პერიოდის განმავლობაში. ვიზალიბერალიზაციის რეჟიმი (შენგენის ზონაში უვიზოდ შესვლა) საქართველოს მოქალაქეებს არ აძლევს მუშაობის უფლებას პოლონეთში. დასაქმებისთვის აუცილებელია ეროვნული D ტიპის ვიზა ან ბინადრობის ნებართვა.
სიახლეები
- ,,რა არის იმაში ცუდი, რომ სპორტსმენი სახელმწიფოს მიმართ მადლიერებას გამოხატავს"- კახა კალაძე
- ,,იმისთვის, რომ ბრიუსელს გავლენა მოეხდინა საქართველოს არჩევნებზე, 2024 წლის 26 ივნისს ცალმხრივად შეწყვიტა დიალოგი საქართველოს ხელისუფლებასთან გაწევრიანების საკითხებზე"- შალვა პაპუაშვილი
- იმერეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
- ვრცელდება პატრიარქის წერილი
- ვაშინგტონის ცენტრში ესროლეს ორ გვარდიელს