,,ევრობიუროკრატები და უცხოური ძალები საქართველოს არ პატიობენ იმას, რომ შევძელით და თავი ავარიდეთ ომს, ტრადიციების უარყოფას და ეროვნულობა შევინარჩუნეთ"- გურამ მაჭარაშვილი
დღევანდელ საქართველოს ევრობიუროკრატები და უცხოური ძალები არ პატიობენ იმას, რომ შევძელით და თავი ავარიდეთ ომს, ტრადიციების უარყოფას და ეროვნულობა შევინარჩუნეთ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„რა თქმა უნდა, არ მოგვაწყენენ ისინი ასეთი ტიპის რეზოლუციებით, მაგრამ ამ ყველაფერმა ფასი დაკარგა იმის შემდეგ, რაც ქართულმა საზოგადოებამ დაინახა, რომ უსამართლოა ბრძოლა ქართული სახელმწიფოს და ხელისუფლების წინააღმდეგ“, – აღნიშნა მან.
კითხვაზე – რა მოლოდინები გაქვთ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, მაჭარაშვილმა ასე უპასუხა:
„დარწმუნებული ვარ იქაც იციან, რომ ასეთი ტიპის ვაჭრობებით ვერ შეგვაშინებენ და ვერაფერს გახდებიან. ყველაზე მთავარი ის არის, რომ საქართველოს საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა წინააღმდეგია რევოლუციური სცენარების, დამხობის და ა.შ. ვიზალიბერალიზაცია ქართული საზოგადოებისა და ქართული სახელმწიფოს მონაპოვარია, მაგრამ თუ საქართველოში კაცების გათხოვება დააკანონეს და თუ მეორე ფრონტი გაიხსნა და სახელმწიფოებრიობა აღარ იყო, ამ შემთხვევაში გათხოვილი კაცი ვიზით წავა საზღვარგარეთ თუ ვიზის გარეშე, დიდი მნიშვნელობა ამას არ ექნება. ამას ქართული საზოგადოება არავითარ შემთხვევაში არ დათმობს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
სიახლეები
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 57 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
- რუსეთის ჯარებმა კიევს ისევ დაარტყეს
- ,,ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა თანხმობა განაცხადა, რომ რუსული ნავთობის ყიდვას შეწყვეტს და უფრო მეტს შეიძენს აშშ-სგან"- დონალდ ტრამპი
- ,,ბატონი იაგო ხედავს ხეებს და ვერ ხედავს ტყეს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,გაიხედეთ გარეთ, 2026 წელი დგას, მორჩა, ის სამყარო აღარ არსებობს – ეს არ არის მწვანე მდელო, სადაც მგელი და კრავი ერთად ძოვენ"- შალვა პაპუაშვილი