"არ შეიძლება, ჩვენ ვინმეზე ან რამეზე დამოკიდებული ვიყოთ, ეს არის ჩვენი მთავარი მოტივაცია" - მიხეილ ყაველაშვილი
არ შეიძლება, ჩვენ ვინმეზე ან რამეზე დამოკიდებული ვიყოთ, ეს არის ჩვენი მთავარი მოტივაცია. მიუხედავად იმისა, რომ პატარა ქვეყანა ვართ, ჩვენ გვჯერა ჩვენი შესაძლებლობების, ჩვენი ეროვნული ინტერესების, ჩვენი მომავლის და, აქედან გამომდინარე, სამშვიდობო პოლიტიკის, სტაბილურობის. ჩვენ ვახორციელებთ გონიერ, პრაგმატულ, არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე პოლიტიკას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „პოსტ ანალიტიკა“ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, საქართველომ იცის ევროპის ფასი და მიუხედავად მათი არასამართლიანი მიდგომისა, ქვეყანა მზად არის დიალოგისთვის.
„მიუხედავად მათი მხრიდან ორმაგი სტანდარტისა, შეურაცხყოფებისა, არასამართლიანი მიდგომისა, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ დიალოგისთვის. ვიცით, რა არის ევროპის ფასი, ამიტომ ამაზე უარს ვერ ვიტყვით და ჩვენ ვაგრძელებთ ამ მიდგომას. იგივე შეგვიძლია განვაცხადოთ ნატო-სთან მიმართებაშიც. ისტორიის გახსენება არ ღირს, თუ რა მონაწილეობას ვიღებდით ნატო-ს მისიებში, რა დამოკიდებულება გვქონდა. ჩვენზე არ იყო დამოკიდებული, ჩვენ უნდა გვეთქვა „კი“ ან „არა“ ნატო-ში გაწევრიანებაზე – ეს დამოკიდებული იყო ნატო-ზე, რომელმაც ამდენი ხნის განმავლობაში მოლოდინის რეჟიმში დაგვტოვა“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
სიახლეები
- “საქართველოში პოლიტიკა აღარ არსებობს... რასაც დღეს “ოცნება” აკეთებს, ორპირობის მეტს ვერაფერს ვუწოდებ" - ვიქტორ ყიფიანი
- 27 იანვარი წმინდა ნინოს ხსენების დღეა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 27 იანვრისთვის
- "არსებულ ფონზე დიალოგზე საუბარი არის საზოგადოების დაცინვა" - სალომე ზურაბიშვილი
- "თუ ვინმეს დანაშაული აქვს ჩადენილი, ყველას მოუწევს კანონის წინაშე პასუხისგება, მე პასუხისმგებელი ვარ საკუთარ თავზე"