"უამრავი ხალხია გამოსული, არაფერს ნიშნავს ეს კანონები, ამით ვერ აჩერებ ხალხს" - სალომე ზურაბიშვილი აქციაზე
უამრავი ხალხია გამოსული, არაფერს ნიშნავს ეს კანონები, ამით ვერ აჩერებ ხალხს, მით უმეტეს, როდესაც პრინციპული საკითხები წყდება - ერთადერთი გეგმა არის ერთად ყოფნა, არ შეგუება,- ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე „პალიტრანიუსს“ განუცხადა.
მისი თქმით, ახლა ბრძოლა მიმდინარეობს არა ერთი რომელიმე კანონის წინააღმდეგ, არამედ ქვეყნის გადარჩენისთვის.
„კანონები არაფერია. უამრავი ხალხია გამოსული. არაფერს ნიშნავს ეს კანონები, ამით ვერ აჩერებ ხალხს, მით უმეტეს, როდესაც პრინციპული საკითხები წყდება. ეს აღარ არის რომელიმე კანონის წინააღმდეგ, ეს უკვე არის ბრძოლა ამ ქვეყნისთვის, მის მართლა გადარჩენისთვის და იმის გამოსაცხადებლად, რომ რუსული საქართველო არ გვინდა და ამასთან დაკავშირებით, მგონი, ძალიან ერთიანი ვართ.
ჩემი საქმე არ არის, რომ გეგმა დავსახო. არავის აქვს არასდროს გეგმა, რომელიც ავტორიტარიზმს და რუსეთს დაამარცხებს, ერთადერთი გეგმა არის ერთად ყოფნა, არ შეგუება და ერთადერთი გეგმა არის ის, რომ სიმართლე არის ჩვენს მხარეს. ვინც სვამს კითხვას გეგმაზე, თვითონ თქვას, როგორი გეგმა შეიძლება იყოს. გეგმა აგერ არის: ეს ხალხი“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
სიახლეები
- "მთელი ჩემი საკუთრება საქართველოში შედგება 1.5 ჰექტარი ვენახისგან, 75 კვ. მ. სახლისა და დამხმარე ნაგებობებისაგან" - მიხეილ სააკაშვილი
- "შეიცვლება თუ არა თბილისი-ვაშინგტონის ურთიერთობა და რას გეგმავს ბრიუსელი?!" - გია ხუხაშვილი
- "ამით მიანიშნა, რომ დერეფნის ძირითადი ხაზი სომხეთსა და აზერბაიჯანზე გაივლის. საქარზთველო მას არ უხსენებია" - კახა გოგოლაშვილი ევროკომისიის პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლაზე
- ილია თოფურია UFC-ს თეთრი სახლის ღონისძიების მთავარი მონაწილე იქნება, მსუბუქი დივიზიონის ქამრისთვის ქართველი ჯასტინ გეიჯის შეხვდება
- ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ისრაელმა ომის შემდეგი ფაზის ფარგლებში ირანის ნავთობის საცავები დაბომბა