,,ბევრ ადამიანს მართვის მოწმობა შემოსავლის წყაროსთვის სჭირდებოდა, ეს ინიციატივა კი მათ ამის შესაძლებლობას დაუბრუნებს"- შალვა პაპუაშვილი
,,ბევრ ადამიანს მართვის მოწმობა შემოსავლის წყაროსთვის სჭირდებოდა, ეს ინიციატივა კი მათ ამის შესაძლებლობას დაუბრუნებს,”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჩამორთმეულ მართვის მოწმობებზე ფართომასშტაბიან ამნისტიასთან დაკავშირებით განაცხადა.
„პარლამენტმა უპასუხა პრემიერის ინიციატივას და დაინიცირდა ეს კანონპროექტი, მართვის მოწმობა მხოლოდ პირადი გადაადგილებისთვის საჭიროება არ არის, ზოგისთვის შემოსავლის წყარო იყო სატრანსპორტო საშუალებით სხვადასხვა საქმიანობის წარმოება. აქედან გამომდინარე ეს ჩვენი მოქალაქეებისთვის დიდი შემსუბუქება იქნება. ჩვენი მიზანი ხომ არ არის მოქალაქეების დასჯა ბოლომდე და მათი გაწვალება – მათ მართვის მოწმობის ჩამორთმევის სახით შესაბამისი დისკომფორტი შეექმნათ. ადამიანების დიდი რაოდენობაა, რომელთათვისაც მართვის მოწმობა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ შემოსავალი მიიღოს, აქედან გამომდინარე ცხადდება ეს ამნისტია“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ინიციატივით, ჩამორთმეულ მართვის მოწმობებზე 2026 წლის 1 იანვრიდან ფართომასშტაბიანი ამნისტია ცხადდება.
სიახლეები
- “მრგვალი მაგიდის ფორმატში მექნება საშუალება მივმართო ევროპელ ლიდერებს” – ირაკლი კობახიძე
- ტრამპმა ირანის ახალი სამშვიდობო წინადადება უარყო
- სამართალდამცველებმა 1 კილოგრამამდე „კოკაინი“ ამოიღეს – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
- მსოფლიო საკრუიზო გემზე ვირუსის აფეთქების შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა
- პოლიტიკასლაიდერი საქართველო არის საყრდენი ქვეყანა რეგიონულ დაკავშირებადობასა და საზღვართშორის სატრანსპორტო დერეფნებში – ADB-ის წარმომადგენლობის დირექტორი საქართველოში