„კაია კალასის ნათქვამი მიგვანიშნებს, რომ ამ ადამიანებს არასწორი წარმოდგენა აქვთ თავისუფლებაზე"- ნინო წილოსანი
,,თუ ევროკავშირი არასწორად იქცევა და ამასთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებულ შტატებს შეუძლია, რომ გააკრიტიკოს და ყველაფერი საჯაროდ გამოიტანოს, საქართველოსაც აქვს ამის უფლება”- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა კაია კალასის განცხადებაზე საუბრისას განაცხადა.
„კაია კალასის ნათქვამი მიგვანიშნებს, რომ ამ ადამიანებს არასწორი წარმოდგენა აქვთ თავისუფლებაზე. თუ ევროკავშირი არასწორად იქცევა და ამასთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებულ შტატებს შეუძლია, რომ გააკრიტიკოს და ეს ყველაფერი საჯაროდ გამოიტანოს, საქართველოსაც აქვს ამის უფლება. თუმცა, როგორც ჩანს, ისინი სხვანაირად, კოლონიალისტურად უყურებენ საქართველოს და ფიქრობენ, რომ საქართველოს არ აქვს უფლება, იყოს ამ სწორი პოზიციის დამფიქსირებელი“, – აღნიშნავს წილოსანი.
შეგახსენებთ, საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ევროკომისიის კაია კალასის განცხადებით, საქართველოსა და ამერიკას შორის განსხვავება ის არის, რომ შეერთებული შტატები ევროკავშირში გაწევრიანებას არ ცდილობს.
სიახლეები
- “მრგვალი მაგიდის ფორმატში მექნება საშუალება მივმართო ევროპელ ლიდერებს” – ირაკლი კობახიძე
- ტრამპმა ირანის ახალი სამშვიდობო წინადადება უარყო
- სამართალდამცველებმა 1 კილოგრამამდე „კოკაინი“ ამოიღეს – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
- მსოფლიო საკრუიზო გემზე ვირუსის აფეთქების შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა
- პოლიტიკასლაიდერი საქართველო არის საყრდენი ქვეყანა რეგიონულ დაკავშირებადობასა და საზღვართშორის სატრანსპორტო დერეფნებში – ADB-ის წარმომადგენლობის დირექტორი საქართველოში