"სამარცხვინოა ის ორმაგი მიდგომები, რომლებსაც ევროკავშირი საქართველოსთან მიმართებით ავლენს" - ირაკლი კობახიძე
სამარცხვინოა ის ორმაგი მიდგომები, რომლებსაც ავლენს ევროკავშირი საქართველოსთან მიმართებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ევროპული ბიუროკრატია უკვე პირდაპირ ითხოვს სანქციებთან მიერთებას.
„სრული ლუსტრაცია ხდება იმ ყველაფრის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით. უკვე პირდაპირ ითხოვს ევროპული ბიუროკრატია სანქციებთან მიერთებას, მანამდე ამაზე საუბარს მაქსიმალურად ერიდებოდნენ, მერე შემოაპარეს ევროპარლამენტის რეზოლუციიდან, ახლა უკვე აღმასრულებელი შტოც ითხოვს სანქციებთან მიერთებას. მინდა, შეგახსენოთ, თავის დროზე 2022 წელს მარტივი გაანგარიშება გავაკეთეთ და ვნახეთ, სულ მცირე, ეკონომიკის ათპროცენტიან ვარდნას გამოიწვევდა სანქციებთან მიერთება. ბუნებრივია, ამის არავითარი მიზანშეწონილობა არ არსებობდა, შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ეროვნული ინტერესების შესაბამისად. მოგვიანებით, რადიკალური ოპოზიციაც კი გაემიჯნა ამ მოთხოვნას. ისინი ამბობდნენ, თითქოს არასდროს მოუთხოვიათ სანქციებთან მიერთება. სინამდვილეში სხვა პროცესებს ჰქონდა ადგილი, ახლა უკვე აღმასრულებელი შტო პირდაპირ ითხოვს სანქციებთან მიერთებას, რაც არის სრული ლუსტრაცია. აქვე მინდა, შეგახსენოთ, რომ არასდროს არავის ევროპული ბიუროკრატიიდან არ დაუყენებია იმავე მოთხოვნა, მაგალითად მოლდოვის ან სომხეთის, ან რომელიმე სხვა ქვეყნის მიმართ. აქაც ჩანს ორმაგი სტანდარტები, აქ მაინც ვერ იტყვის ქალბატონი კალასი, რომ მოლდოვას არ სურს ევროკავშირში გაწევრიანება. ყველგან არის ორმაგი სტანდარტები, არიან კონკრეტული ქვეყნების პრემიერ-მინისტრები, რომლებსაც შეუძლიათ, ევროპიდან გადაფრინდნენ მოსკოვში. ჩვენ აქ საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, ეს არის შესაბამისი ქვეყნების საქმე, მაგრამ ორმაგი სტანდარტებია ცუდი, რასაც ჩვენ ვხედავთ ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან. ერთ შემთხვევაში ერთი რამ შეიძლება, იყოს მოსაწონი და მეორე შემთხვევაში ათჯერ ნაკლებ მოცემულობას, შეიძლება, ჰქონდეს მკვეთრად უარყოფითი რეაქცია. სამარცხვინოა ის ორმაგი მიდგომები, რომლებსაც ავლენს ევროკავშირი საქართველოსთან მიმართებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სიახლეები
- "საქართველოს ხელისუფლება, ჩვენი ქვეყანა თავდაცვის რეჟიმშია, ცრუ განცხადებებს როცა ვისმენთ, ჩუმად უნდა ვიყოთ?"- კახა კალაძე
- „ბიბისის“ რეპორტაჟთან დაკავშირებით სიმართლის გამჭვირვალედ დასადგენად ერთადერთი დარჩენილი გზა საერთაშორისო გამოძიებაა" - გიორგი გახარია
- ქუთაისში ახალი მრავალფუნქციური სპორტის სასახლის პროექტირება მიმდინარეობს
- პარლამენტმა მხარი დაუჭირა „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, არასრულწლოვნის დანაშაულის ჩადენაში ჩაბმისთვის პასუხისმგებლობა მკაცრდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 18 დეკემბრისთვის