"სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა არის ის, რაც ჩვენ მომავალშიც ყველა დაბრკოლების გადალახვის შესაძლებლობას მოგვცემს" - ირაკლი კობახიძე
ჩვენ გვქონდა სერიოზული გამოწვევები, სირთულეები, თუმცა, 2025 წელსაც შევძელით ყველა სერიოზული გამოწვევის სათანადოდ დაძლევა. რა თქმა უნდა, რჩება გამოწვევები, მაგრამ 2025-მა წელმა საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით ჩაიარა წარმატებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში“ განაცხადა.
პრემიერის თქმით, სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა არის ის, რაც საქართველოს მომავალშიც მისცემს ყველა დაბრკოლების გადალახვის შესაძლებლობას.
„საინტერესო იყო ეს წელიწადი, მათ შორის, საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით. ჩვენ გვქონდა სერიოზული გამოწვევები, სირთულეები, თუმცა, 2025 წელსაც შევძელით ყველა სერიოზული გამოწვევის სათანადოდ დაძლევა. რა თქმა უნდა, რჩება გამოწვევები, მაგრამ 2025-მა წელმა საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით ჩაიარა წარმატებით. რაც შეეხება არსებულ მდგომარეობას, მდგომარეობა საერთაშორისო დონეზე რჩება რთული, კონფლიქტებით არის სავსე მთელი მსოფლიო, არის კრიზისი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. ამ ვითარებაში ჩვენ გვმართებს პრაგმატულობის და რაციონალური პოლიტიკის შენარჩუნება. ეს იყო ის, რითაც ჩვენ შევძელით მშვიდობის შენარჩუნება და განმტკიცება, სტაბილურობის უზრუნველყოფა და საბოლოოდ ქვეყნის განვითარების უზრუნველყოფა. სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა არის ის, რაც ჩვენ მოგვცემს მომავალშიც ყველა დაბრკოლების გადალახვის შესაძლებლობას. ჩვენ გვაქვს კონკრეტული პრიორიტეტები, ეს პრიორიტეტები კონსტიტუციაშიც არის ასახული, ამ კუთხითაც არის ძალიან სერიოზული გამოწვევები“, – განაცხადა პრემიერმა.
სიახლეები
- სასამართლომ საბოტაჟის საქმეზე ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს 30 ათასი ლარის არასაპატიმრო გირაო შეუფარდა
- "ჩვენი მთავარი მიზანია სამართლიანი მშვიდობა და ომის დასრულება, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ დიპლომატიის გზაზე გამარჯვება მოვიპოვოთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 23 დეკემბრისთვის
- დენი რამდენიმე დღეში გაძვირდება, წყალი - 1 წლის შემდეგ, გაზის ტარიფი თითქმის უცვლელი დარჩება
- "მადლიერების გრძნობა ჩვენს სულიერ ცხოვრებაში ძალიან დიდი, ნათელი და მოზეიმე ძალაა" - მეუფე შიო