"გაზსა და დენზე ტარიფებს გლობალური ფასებიც განაპირობებს - ორშაბათს „სემეკი“ მიიღებს გადაწყვეტილებას" - ირაკლი კობახიძე
გაზსა და დენზე ტარიფებს გლობალური ფასებიც განაპირობებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ კომუნალური ტარიფების მოსალოდნელ ზრდასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ არსებული ტარიფები შენარჩუნდება.
„ორშაბათს შედგება „სემეკის“ სხდომა, მანამდე ჩვენ გვექნება კონსულტაციები. ზოგადად, ფასებსა და ტარიფებს გაზზე და დენზე განაპირობებს, მათ შორის, გლობალური ფასებიც. ჩვენ უნდა ჩავხედოთ ყველაფერს და ამისდა მიხედვით ორშაბათს უკვე „სემეკი“ მიიღებს გადაწყვეტილებას როგორც გაზთან, ისე დენთან დაკავშირებით.
ჩვენ ხვალ გვექნება შეხვედრა ამასთან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ მოვახერხებთ ტარიფების შენარჩუნებას, დანარჩენს უკვე კონსულტაციები გადაწყვეტს“, - აღნიშნა კობახიძემ.
სიახლეები
- მთავრობა თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების გადაწყვეტილებას ცვლის
- პროკურატურამ ნიკა მელიას ახალი ბრალდება წარუდგინა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 10 თებერვლისთვის
- "სერიოზული პრობლემების წინაშე დგას დღეს ევროკავშირი, მათ შორის მიგრაციის კუთხით" - ირაკლი კობახიძე
- ქუთაისში, ერთ-ერთი კლინიკის ექიმმა, სავარაუდოდ, საავადმყოფოს დირექტორთან კონფლიქტის შემდეგ, თვითდაზიანება მიიყენა