"გვაქვს ბევრად მეტი სტაბილურობა 2025 წლის ბოლოს, ვიდრე გვქონდა 2024 წლის ბოლოს" - ირაკლი კობახიძე
საზოგადოება იყო არსებითად ერთიანი საერთო ეროვნული მიზნების გარშემო და ამან შეგვაძლებინა ყველა გამოწვევის დაძლევა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ერთ-ერთი პრიორიტეტი იყო სუვერენიტეტის განმტკიცება, დამოუკიდებლობისა და მშვიდობის შენარჩუნება, სწორი ეკონომიკური პოლიტიკის წარმართვა.
„გვაქვს ბევრად მეტი სტაბილურობა 2025 წლის ბოლოს, ვიდრე გვქონდა 2024 წლის ბოლოს. ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი იყო სუვერენიტეტის განმტკიცება, დამოუკიდებლობის და მშვიდობის შენარჩუნება, სწორი ეკონომიკური პოლიტიკის წარმართვა. საბოლოო ჯამში, ქვეყანა იყო წარმატებული ყველა ამ თვალსაზრისით. ჩვენს გარშემოც ვცდილობთ განვამტკიცოთ მშვიდობა, კონკრეტულად ჩვენს რეგიონში.
ამ კუთხით გვქონდა განსაკუთრებული, ვიტყოდი, სპეციფიკური პრობლემები გასული პერიოდის განმავლობაში და წელს ძალიან ბევრი რამ გაკეთდა იმისათვის, რომ მაქსიმალურად გვეზრუნა კორუფციის აღმოფხვრაზე. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით ძალისხმევას არც მომავალში დავაკლებთ. ჩვენ გვაქვს გაცხადებული ამბიციური მიზანი, გვინდა, რომ ევროპის ქვეყნების სამეულში დავიკავოთ ადგილი კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით", - აღნიშნა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძემ ასევე ყურადღება გაამახვილა განათლების რეფორმის მნიშვნელობაზე.
„განათლებას ერთ-ერთი საკვანძო როლი ენიჭება იმ გამოწვევების დაძლევაში, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის წინაშე. ბუნებრივია, ამ რეფორმის წარმატებით ბოლომდე მიყვანაც იქნება ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, რითაც მომავალ წელსაც ვიქნებით დაკავებული", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა „იმედის" ეთერში.
სიახლეები
- "მე, როგორც ჩემი სამშობლოს რიგითი ჯარისკაცი, ჩემს გუნდთან ერთად, 2026 წელსაც ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ოჯახების სადარაჯოზე ვიქნები" - ბიძინა ივანიშვილი
- "ქვეყანაში ერთსულოვნებაა, შეიძლება ეს არ ჩანს, მაგრამ სადღაც დგას ქართული სული, რომელმაც აქამდე მოგვიყვანა" - სალომე ზურაბიშვილი
- " 2025 წელი სავსე იყო გამოწვევებით, წინააღმდეგობებით, მაგრამ მივიღეთ უკეთესი თბილისი, უფრო გამწვანებული, გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურით, მეტი რეაბილიტირებული ქუჩით"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 30 დეკემბრისთვის
- "მთავარი პროკურორი, რომლის შეთითხნილი ბრალდებებით დამაპატიმრეს, "ქილერად" გამოაცხადეს, როგორც ჩანს, "ქილერის" გარდა, ვერავინ უსრულებდა ივანიშვილს ამ სურვილს"