"მე, როგორც ჩემი სამშობლოს რიგითი ჯარისკაცი, ჩემს გუნდთან ერთად, 2026 წელსაც ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ოჯახების სადარაჯოზე ვიქნები" - ბიძინა ივანიშვილი
ნურავის ექნება ილუზია, რომ პირადად მე, ან ჩვენი პოლიტიკური გუნდი დაიღლება ამ უთანასწორო ბრძოლაში, თუმცა მთავარია, რომ ჩვენმა ხალხმა, ზუსტად ისე, როგორც აქამდე, 2026 წელსაც მკაფიოდ გაარჩიოს ვინაა საქართველოს მტერი და ვინ მოყვარე! - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის საახალწლო მიმართვაში ვკითხულობთ.
ივანიშვილი ყურადღებას ამახვილებს ქართულ საზოგადოებაზე, რომლის მოტყუება და ემოციებით მანიპულირება, მისი თქმით, უკვე შეუძლებელია. მისი თქმით, სამშობლოს რიგით ჯარისკაცად, თავის პოლიტიკურ გუნდთან ერთად, ქვეყნის სადარაჯოზე კვლავ იქნება.
„მოცემულობას ობიექტურად ვაფასებ და დარწმუნებული ვარ, რომ ასეც იქნება, რადგან ჩემდა საამაყოდ, საქართველოში შედგა საზოგადოება, რომლის მოტყუება, რომლის ემოციებით მანიპულირება არათუ მარტივი არაა, არამედ შეუძლებელია! დიახ, ასეთია დღეს მისი უდიდებულესობა ქართველი ხალხი!
პირადად მე, როგორც ჩემი სამშობლოს ერთი, რიგითი ჯარისკაცი, ჩემს პოლიტიკურ გუნდთან ერთად, 2026 წელსაც ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ოჯახების სადარაჯოზე ვიქნები! ამ რთულ და საპატიო მისიას შევასრულებთ პირნათლად მანამ, სანამ ჩვენი საზოგადოება საჭიროდ ჩათვლის, რომ საქართველოსთვის ჩვენი სამსახური მნიშვნელოვანია!
ჩემი და ჩემი მეუღლის სახელით კიდევ ერთხელ გილოცავთ დამდეგ შობა - ახალ წელს! გულითადად გისურვებთ მშვიდობას, კეთილდღეობას და ულევ სიხარულს. იმედი, მომავლის რწმენა და ბარაქა ყოფილიყოს თქვენს ოჯახებში.
ღმერთი იყოს ჩვენი და ჩვენი სამშობლოს მფარველი!“ - ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის საახალწლო მიმართვაში.
სიახლეები
- "ქვეყანაში ერთსულოვნებაა, შეიძლება ეს არ ჩანს, მაგრამ სადღაც დგას ქართული სული, რომელმაც აქამდე მოგვიყვანა" - სალომე ზურაბიშვილი
- " 2025 წელი სავსე იყო გამოწვევებით, წინააღმდეგობებით, მაგრამ მივიღეთ უკეთესი თბილისი, უფრო გამწვანებული, გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურით, მეტი რეაბილიტირებული ქუჩით"
- "გვაქვს ბევრად მეტი სტაბილურობა 2025 წლის ბოლოს, ვიდრე გვქონდა 2024 წლის ბოლოს" - ირაკლი კობახიძე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 30 დეკემბრისთვის
- "მთავარი პროკურორი, რომლის შეთითხნილი ბრალდებებით დამაპატიმრეს, "ქილერად" გამოაცხადეს, როგორც ჩანს, "ქილერის" გარდა, ვერავინ უსრულებდა ივანიშვილს ამ სურვილს"