,,ყველაზე დიდი ტერორისტები ამ ქვეყანაში არიან ადამიანები, ვინც ამ ტიპის განცხადებებს აკეთებენ'' - კახა კალაძე თინა ხიდაშელზე
„ყველაზე დიდი ტერორისტები ამ ქვეყანაში არიან ზუსტად ეს ადამიანები, ვინც ამ ტიპის განცხადებებს აკეთებენ – ეს რადიკალური დაჯგუფება, რომელიც დღეს ქვეყანაში მოღალატეობრივ ჯგუფს წარმოადგენს“
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ასეთი განცხადებების ავტორები ქვეყნის წინააღმდეგ მტრულ საქმიანობაში არიან შემჩნეული, რასაც რეაგირება უნდა მოჰყვეს.
„არ ვიცი, ეს ხიდაშელი იქნება თუ სხვა, ვინც ქვეყნის წინააღმდეგ მტრულ საქმიანობაში იქნება შემჩნეული, და რა თქმა უნდა, ამ ტიპის განცხადებები მიუთითებს იმას, რომ ეს არის მოღალატეობრივი ქმედება, შენი სამშობლოს წინააღმდეგ წასვლა, ძალიან კარგად ვიცით, რომ მათ არც სამშობლო გააჩნიათ და არც ღირებულებები. ისინი არიან სხვა ქვეყნის სამსახურში დაქირავებული ადამიანები, მტრულ საქმიანობაში შემჩნეული, პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, თავიანთი განცხადებებიდან გამომდინარე, და ამას აუცილებლად უნდა მოჰყვეს რეაგირება“.
სიახლეები
- კანადის პრემიერი ირანზე თავდასხმებში მონაწილეობაზე - კატეგორიულად ვერასდროს გამოვრიცხავ
- დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ჩამოვარდნილი დრონის ფრაგმენტები აღმოაჩინეს
- ირანის ექსპერტთა ასამბლეა დღეს საგანგებო სესიის გამართვას გეგმავს
- ნატო-ს გენერალური მდივანი განმარტავს, რა შემთხვევაში შეიძლება ჩაერიოს ალიანსი ომში
- თბილისის აეროპორტში ფსიქოტროპული საშუალება ,,კეტამინი“ აღმოაჩინეს