ამ გვერდის ამობედვა

ირანის ექსპერტთა ასამბლეა დღეს საგანგებო სესიის გამართვას გეგმავს

ირანის ექსპერტთა ასამბლეა დღეს საგანგებო სესიის გამართვას გეგმავს, რათა ლიკვიდირებული ირანის უზენაესი ლიდერის ვაჟი, მოჯტაბა ხამენეი, შემდეგ ლიდერად აირჩიოს | ინფორმაციას Iran International ავრცელებს და წერს, რომ მიუხედავად ზოგიერთი წევრის წინააღმდეგობისა, ექსპერტთა უმრავლესობა აიათოლა ალი ხამენეის ვაჟის ირანის უზენაეს ლიდერად არჩევას მაინც აპირებს.

4 მარტს Iran International-ის ცნობების მიხედვით, ირანის ახალი უზენაესი ლიდერი არჩევის შესახებ გადაწყვეტილების სწრაფად მიღება საბჭოს ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა აიძულა. მათივე ცნობით, მოჯტაბა ხამენეის უზენაეს ლიდერად არჩევის შესახებ გადაწყვეტილება ალი ხამენეის დასაფლავების შემდეგ ოფიციალურად გამოცხადდება.
 
ირანში ამერიკისა და ისრაელის სამხედრო ოპერაციის პირველ დღეს ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მოჯტაბა ხამენეი დაბომბვის შედეგად დაიღუპა, თუმცა ცნობები არ დადასტურდა.
წაკითხვა 152 ჯერ განახლდა განახლდა მარტი 05 2026