უნგრეთის პარლამენტმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგ რეზოლუცია მიიღო
უნგრეთის პარლამენტმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებისა და რუსეთის აგრესიის წინააღმდეგობის გასაგრძელებლად ქვეყნისთვის ფინანსური დახმარების გაწევის წინააღმდეგ რეზოლუცია მიიღო.
როგორც შეხვედრაზე გამოცხადდა, დოკუმენტს მხარი 142-მა დეპუტატმა დაუჭირა, 28 წინააღმდეგი იყო, ხოლო 4-მა თავი შეიკავა.
მედიის ინფორმაციით, მმართველი პარტიის, „ფიდეს-უნგრეთის სამოქალაქო კავშირის“ მიერ შემოთავაზებული რეზოლუცია საკონსულტაციო ხასიათისაა, თუმცა მთავრობა ევროკავშირთან კონსულტაციების დროს პარლამენტის წევრების მოსაზრებების გათვალისწინებას გეგმავს.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ უნგრეთი ეწინააღმდეგება უკრაინის ევროკავშირში ნაჩქარევად გაწევრიანებას, რადგან ის „საომარ მდგომარეობაშია“ და მისმა გაწევრიანებამ, სავარაუდოდ, ევროპასა და რუსეთს შორის პირდაპირი დაპირისპირება შეიძლება გამოიწვიოს. ამიტომ, პარლამენტის წევრებმა მთავრობას შესთავაზეს, არ დაუჭიროს მხარი უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას.
რეზოლუცია ასევე მოუწოდებს მთავრობას, მხარი დაუჭიროს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მოსაგვარებლად საერთაშორისო სამშვიდობო ძალისხმევას და თავი შეიკავოს ამ ქვეყანაში ისეთი იარაღისა და სახსრების გაგზავნისგან, რომელთა გამოყენებაც სამხედრო მიზნებისთვის შეიძლება.
სიახლეები
- საჰაერო თავდაცვამ დღეს ცხრა ბალისტიკური რაკეტა და 35 დრონი გაანადგურა
- სააპელაციომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა
- “არავის უთქვამს, რომ ადვილი იქნება ალიანსის ცხოვრება” – ნიკა გვარამია
- ლარის კურსი
- აშშ წესებზე დაფუძნებულ გლობალურ წესრიგს არღვევს, ევროკავშირმა ეს უნდა დაიცვას: ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი