ამ გვერდის ამობედვა

“არავის უთქვამს, რომ ადვილი იქნება ალიანსის ცხოვრება” – ნიკა გვარამია

არავის უთქვამს, რომ ადვილი იქნება ალიანსის ცხოვრება – შეცდომებს ვუშვებთ და ალბათ კიდევ დავუშვებთ, მაგრამ მთავარი მათი აღიარება და გამოსწორებაა, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში “კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია წერს, რითაც პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებას ეხმაურება.

„სწორედ ეს და არა უშეცდომობა გამოარჩევს პასუხისმგებლიან პოლიტიკურ ძალას. პირადად ჩემთვის ეს განცხადება ალიანსის წარმატებაა და ძალიან სასიხარულოა''.

 

შეგახსენებთ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ემიჯნებიან ნებისმიერ თავდასხმას პარტნიორ პარტიებზე და მოუწოდებენ პარტიის ყველა წევრსა და მხარდამჭერს, დაიცვან შეთანხმების წესები და ძალისხმევა „ოპოზიციის ალიანსის“ გაძლიერებისაკენ მიმართონ.

 

მანამდე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პეტრე ცისკარიშვილმა მოქალაქის პოსტი გააზიარა, რომელიც აკრიტიკებდა „თავისუფლების მოედანს“. პეტრე ცისკარიშვილმა პოსტის გაზიარებისას დაწერა, რომ „ლატენტურიც აღარ ეთქმით, კოლექტიური ქოცისტანის ნაწილია ეს ხალხი!“

 

აღნიშნული პოსტის კომენტარებში პეტრე ცისკარიშვილი და „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

 

თამარ ჩერგოლეიშვილმა კომენტარებში აღნიშნა, რომ პეტრე ცისკარიშვილი შეთანხმებას არღვევდა. „რაღაცას რომ ხელს აწერ, მერე ის უნდა დაიცვა!“ 

წაკითხვა 59 ჯერ განახლდა განახლდა მარტი 10 2026