ამ გვერდის ამობედვა

"მე მჯერა არჩევნების, მინდა, რომ არჩევნებით მოხდეს „ქართული ოცნების“ წასვლა" - სალომე ზურაბიშვილი

მე მჯერა არჩევნების! ეს არის ქვეყნისთვის სტაბილური და მშვიდობიანი გზა , - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა საქართველოს თავის „რელსებზე“ დააბრუნებს.

„მე მჯერა არჩევნების. მე ამ ქვეყნისთვის მინდა, რომ არჩევნებით მოხდეს „ქართული ოცნების“ წასვლა და ახალი ხელისუფლების მოსვლა იმიტომ, რომ ეს არის ქვეყნისთვის სტაბილური და მშვიდობიანი გზა, რომელიც ხელს არ შეუშლის განვითარებას. პირიქით, ძალიან სწრაფად დაგვაბრუნებს ჩვენს რელსებზე. სხვაგვარად ჩვენ გზას გავუხსნით არეულობას, დესტაბილიზაციას და არ ვიცით როგორ [იქნება], ამიტომ მე ამაზე პასუხისმგებლობას ვერ და არ ავიღებ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

წაკითხვა 163 ჯერ განახლდა განახლდა აპრილი 15 2026