ამ გვერდის ამობედვა

"26 მაისს იქნება გამოსვლები, საინტერესო პროცესი, რომელიც საზოგადოებას დააინტერესებს" - გიორგი ვაშაძე

ძალიან მნიშვნელოვანია, 26 მაისს ბევრი ვიყოთ და ვთქვათ პირდაპირ, რომ ეს არის გარკვეულწილად ბრძოლის დადასტურება და საზოგადოება ამას მხარს უჭერს, – ამის შესახებ „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, 26ნ მაისს საზოგადოება დიდ ერთობას ნახავს.

„26 მაისს, 19:00 საათზე უნივერსიტეტთან ვიკრიბებით და მსვლელობით წავალთ რუსთაველისკენ. ხაზგასმით ვამბობ, არავითარი გადაადგილებები რუსთაველიდან არ იქნება. იქ იქნება გამოსვლები, იქნება საინტერესო შინაარსი, იქნება კონკრეტული პროცესი, რომელიც, ვფიქრობ, საზოგადოებას დააინტერესებს, საღამოს წავალთ სახლში და გავაგრძელებთ ბრძოლას უკვე ახალი ძალებით. ამ ძალების მოკრების დღეა ჩემთვის 26 მაისი. შესაბამისად, ყველას გელოდებით ამ აქციაზე, ძალიან მნიშვნელოვანია, ბევრი ვიყოთ და ვთქვათ პირდაპირ, რომ ეს არის გარკვეულწილად ბრძოლის დადასტურება და საზოგადოება ამას მხარს უჭერს. რეჟიმი ცდილობს ჩვენს გაშავებას, მაგრამ ხალხში მოსიარულე ადამიანების გაშავება ოთახში, კაბინეტში სკამზე ჩაბღაუჭებული ადამიანებისგან არის შეუძლებელი. ძალიან კარგი და ლაღი დღე იქნება 26 და დიდ ერთობას ვაჩვენებთ საზოგადოებას. როგორც არ უნდა შეეცადოს იქითა მხარე, რომ პროვოკაციული გარემო შექმნას, ამას ვერ მოახერხებს“, – განაცხადა ვაშაძემ.

წაკითხვა 77 ჯერ