"თუ არის შესაძლებლობა, რომ თავდებში დავუდგეთ დეპუტატები ნიკა მელიას" — კვიციანი პროკურორს
პატრიოტთა ალიანსის დეპუტატმა ემზარ კვიციანმა ნიკა მელიასთავის იმუნიტეტის შეჩერების სხდომაზე დეპუტატებს მისი დაცვისკენ მოუწოდა.
კვიციანმა პროკურორს შესთავაზა, არის თუ არა შესაძლებელი თავდებში ჩაუდგეს მას რამდენიმე დეპუტატი, რომ ქვეყნიდან არ წავა და გამოძიებას ხელს არ შეუშლის. მან პროკურორს შინაპატიმრობის იდეაც შესთავაზა.
"უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე მაგაზე, გირაოთია გამოშვებული და არ გაქცეულა არსად. დღესაც აგერ მოვიდა ზის და უყურებს ამ ყველაფერს. ანუ ყველა საფუძველი არსებობს იმისთვის რომ არსად არ გაიქცევა და რატომ არის აუცილებელი მაგის პატიმრობაში ყოფნა? მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა მიმართულებები გვაქვს პოლიტიკური, ის არის ჩვენი კოლეგა. ეს ისტორიაში ჩაიწერება რომ მე-9 მოწვევის პარლამენტარებმა თავიანთი კოლეგა გაწირეს. რადგანაც მივიღეთ, მოვიყვანეთ და დავსვით აქა, მაშინ კეთილი ინებეთ და დაიცვათ", — განაცხადა ემზარ კვიციანმა პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
დღეს, საქართველოს პარლამენტი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის, ნიკა მელიას იმუნიტეტის შეჩერებაზე მსჯელობს. პარლამენტს პროკურატურამ მიმართა, რომელსაც მელიას დაკავება 20 ივნისის აქციის დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით სურს.
სიახლეები
- ცესკოს თავმჯდომარემ 4 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით შემაჯამებელი ბრიფინგი გამართა
- მიდიხართ თუ არა არჩევნებზე და რა მოლოდინები გაქვთ - FirstNews.ge- ს გამოკითხვა
- "საქართველოში რევოლუცია გარდაუვალია, მაგრამ ეს არ იქნება პარტიული რევოლუცია"- მიხეილ სააკაშვილი
- "მოვუწოდებთ ყველა პარტიას და სხვა გაერთიანებას, ვიდრე არის დრო, ქმედითად გაემიჯნონ შეკრებას, რომლის მიზანი კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლაა"
- ქუთაისში, ჩხობაძის სახელობის მრავალპროფილურ კლინიკაში მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა