"ახლახანს მივწერე მამუკა ხაზარაძეს და ვუთხარი, რომ მხარს ვუჭერ - დავიღალე იმით, რასაც ქვეყანაში ვხედავ"
საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტი ფადი ასლი საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნის შესახებ ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძის გადაწყვეტილებას მიესალმება და აცხადებს, რომ „ქვეყანას სჭირდება ალტერნატივა“.
როგორც ფადი ასლიმ ჟურნალისტებს განუცხადა, ხაზარაძეს მხარდაჭერას უცხადებს და მზადაა, საკუთარი რესურსებიც მოახმაროს იმას, რომ ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა წინ წავიდეს.
“მამუკა ხაზარაძის გადაწყვეტილებას დადებითად ვაფასებ. მამუკა ხაზარაძე ნამდვილი ქართველი პატრიოტია. მე მასთან ერთად 23 წლის განმავლობაში ვსაქმიანობ, ის ყოველთვის აკეთებდა ინვესტირებას იქ, სადაც უკეთესი იყო საქართველოსთვის და არა საკუთარი ჯიბისთვის. ის ასევე გამოცდილი ბიზნესმენია, მას ესმის ეკონომიკა. მას ესმის, რომ მის ქვეყანას სჭირდება სტაბილურობა, ძლიერი ხელისუფლება. მას ესმის, რომ ხალხი ჩართული უნდა იყოს პროცესებში და იდეებს თავზე არ უნდა ახვევდნენ. ჩვენ მხარს ვუჭერთ მის ნებისმიერ ინიციატივას. სულ ახლახანს მივწერე და ვუთხარი, რომ პირადად ვუჭერ მხარს და ჩემს რესურსებს მოვახმარ იმისთვის, რომ წინ წავიდეს.
არ მგონია მას დასჭირდეს, რომ ვინმემ დააფინანსოს მისი მოძრაობა. ჩვენ ჩვენი წვლილის შეტანა სხვადასხვაგვარად შეგვიძლია, არა მხოლოდ დაფინანსებით. ძალიან ბევრს გაუხარდებოდა დაფინანსება, იმიტომ, რომ ახლა რაც გვჭირდება არის ალტერნატივა. ჩვენ გვჭირდება ადამიანები, ვისაც ესმის ბიზნესი, ეკონომიკა, ვინც ქვეყნისთვის იშრომებს და არა საკუთარი ჯიბისთვის. პოლიტიკურ განცხადებებს არ ვაკეთებ ხოლმე, მაგრამ ძალიან დავიღალე იმით, რასაც ქვეყანაში ვხედავ“, - განაცხადა ფადი ასლიმ.
სიახლეები
- "შიდა საქმეები ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, არა ბიუროკრატებმა ბრიუსელიდან" - ილჰამ ალიევი
- "უცხოურმა აგენტურამ სცადა, რომ 9 აპრილიც გამოეყენებინა საზოგადოების ხელოვნურად გასახლეჩად" - ირაკლი კობახიძე
- რუსეთმა საქართველოს მოქალაქეს, გიორგი გოგლიძეს უკრაინაში “დაქირავებულ მებრძოლად ყოფნის” ბრალდებით 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
- "9 აპრილი იყო სამშობლოსთვის თავდადების, თავგანწირვის დიდი გამოვლინება, რომელმაც ჩვენში გააღვივა და გააძლიერა ეროვნული სული და დამოუკიდებლობის რწმენა"
- "ოცნების“ გამოცხადებული მთავრობა და მისი საპატიო თავმჯდომარე ვერ გაექცევიან პასუხისმგებლობას" - პარტია „გახარია საქართველოსთვის“