"ადამიანი, რომელმაც თვალი გამომთხარა რატომ არის თავისუფალი?" -ელენე ხოშტარიამ გიორგი გახარიას მაკო გომურის კითხვა წაუკითხა
ფრაქცია “ევროპული საქართველოს“ სხდომაზე, სადაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს უსმენენ, დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ გიორგი გახარიას 20-21 ივნისის მოვლენების დროს დაზარალებული მაკო გომურის კითხვა წაუკითხა.
“მინდა მაკო გომურის კითხვა წავიკითხო, რომელმაც მთხოვა, რაკი მას კითხვის დასმის საშუალება არა აქვს, ეს წავიკითხო: - რატომ არიან აქციის მონაწილეები დღეს ციხეში და ადამიანი, რომელმაც თვალი გამომთხარა და ზაფხული ჯოჯოხეთად მიქცია, რატომ არის თავისუფალი? თუ უდანაშაულო ხალხის უსაფთხოებაზე არ ზრუნავს, რანაირად შესძლებს ქვეყნის მართვას, როცა მას პრეზიდენტზე მეტი უფლება აქვს? თუ ამბობს, რომ ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გაცემული იყო და ჯარი არ დაემორჩილა, რანაირად შესძლებს მართოს მთელი სისტემა? და კიდევ, გადაეცით, რომ ისეთ სამართლიან მომავალს ვუსურვებ, როგორიც თვითონაა“, - წაიკითხა მაკო გომურის სახელით პარლამენტის წევრმა ელენე ხოშტარიამ.
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 დეკემბრისთვის
- "გაზსა და დენზე ტარიფებს გლობალური ფასებიც განაპირობებს - ორშაბათს „სემეკი“ მიიღებს გადაწყვეტილებას" - ირაკლი კობახიძე
- 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით სუს-მა ბაჩო ახალაია დააკავა
- 10 ავტორი და ნაწარმოები, რომლებსაც ქართველები 2025 წელს კითხულობდნენ
- "ივანიშვილმა იყიდა რუსეთში სახლები და ემზადება გასაქცევად, მაგრამ კრემლი ისეთ რაღაცებს სთხოვს, რისი მიცემაც ამ ეტაპზე არ შეუძლია" - მიხეილ სააკაშვილი