"დონალდ ტრამპი საქართველოში უნდა ჩავიდეს" - რას წერს ამერიკული ჟურნალი?
აშშ-ის ყოველკვირეული ჟურნალში "Washington Examiner" გამოქვეყნდა სტატია, სათაურით: "დონალდ ტრამპი საქართველოში უნდა ჩავიდეს", რომლის ავტორიც ტომ როგანია.
სტატიაში ვკითხულობთ:
"გასულ ოთხშაბათს ქართველ ოპოზიციონერ პარლამენტის წევრებთან შეხვედრის შემდეგ ერთ დასკვნამდე მივედი:
პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კავკასიის რეგიონში მდებარე ამ პატარა ქვეყანას უნდა ეწვიოს.
პრეზიდენტს, რა თქმა უნდა, გულთბილად მიიღებენ.
დონალდ ტრამპმა ხომ თავისი პრეზიდენტობის პირველსავე წელს იმდენი რამ გააკეთა საქართველოსთვის, რაც ბარაკ ობამამ რვა წლის განმავლობაში ვერ შეძლო: მან ნება დართო საქართველოს, რომ უკიდურესად საჭირო მაღალი სიზუსტის მქონე ამერიკული სამხედრო იარაღი შეეძინა. როცა მე საქართველოს პარლამენტის მაღალჩინოსანს, დეპუტატ გიგა ბოკერიას ვკითხე - რა სურთ ქართველებს ამერიკისგან-მეთქი, მან ერთმნიშვნელოვნად მიპასუხა: მეტი სოლიდარობა. მართალია, გიგა ბოკერია და მისი კოლეგები მადლობელნი არიან დონალდ ტრამპის მუდმივი მხარდაჭერისა, მაგრამ ისიც აშკარაა, რომ ისინი სულ უფრო მზარდ გამოწვევებს და სერიოზულ პრობლემებს აწყდებიან რუსეთისა და მისი პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მხრიდან. ხელში ჩაიგდო რა საქართველოს ორი რეგიონი 2008 წლის ომის შედეგად, პუტინის რუსეთი აძლიერებს ზეწოლას იმ ტერიტორიის მიმართაც, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აკონტროლებს.
მოსკოვის ასეთი ქმედება, გარკვეულწილად, ალბათ, იმით შეიძლება აიხსნას, რომ რუსეთს საქართველოში "შესაძლებლობების გაფართოების" შანსი გაუჩნდა. ქვეყნის დღევანდელი მთავრობა, რომელსაც კულისებიდან მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს, სულ უფრო ხშირად ხუჭავს თვალს რუსეთის აგრესიის მიმართ. შესაბამისად, ვლადიმირ პუტინი თვლის, რაც უფრო მეტად გააძლიერებს იგი ზეწოლას საქართველოს ამჟამინდელ მთავრობაზე, მით უფრო მეტ სარგებელს მიიღებს.
ეს გარემოება ისევ დონალდ ტრამპთან გვაბრუნებს. მისი ვიზიტი საქართველოში იმის მაჩვენებელი იქნებოდა, რომ ამერიკა დემოკრატიაში ლიდერია. დონალდ ტრამპმა საქართველოში ყოფნისას რუსეთის თემას გვერდი რომც აუაროს, მისი იქ ვიზიტი 3,7 მილიონიანი მოსახლეობის მქონე ერისათვის წამახალისებელი იქნებოდა და აჩვენებდა იმას, თუ როგორ ზრუნავს თავისუფალი სამყაროს ლიდერი საქართველოს მომავალზე. და ეს ნებას მისცემდა აშშ-ის პრეზიდენტს აჩვენოს, იმპიჩმენტთან დაკავშირებული ისტორიის მიუხედავად, რომ ამერიკა კვლავ რჩება უდიდეს დემოკრატიულ ძალად მთელ მსოფლიოში".
სიახლეები
- “თუ ჩვენ ცხოვრებაში ხშირად ვერ ვგრძნობთ ღვთის მაცხოვნებელ ძალას, სწორედ იმის ბრალია, რომ გვაკლია ასეთი რწმენა, რომ ჩვენში ძალიან ცოტაა ასეთი სარწმუნოება” – მეუფე შიო
- ტეხასში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 50-მდე გაიზარდა, მათ შორის 15 ბავშვია
- ”ვისაც სურს არჩევნებში მონაწილეობა, შეუძლიათ, მიმართონ პრეზიდენტს და მიიღონ შეწყალება” – მაია ბითაძე
- სოკოს სალათი
- “ვერ გავიზიარებ ჩემი თანაგუნდელების გადაწყვეტილებას თვითმმართველობის არჩევნებზე, შესაბამისად, დავტოვე „ლელოს“ პოლიტიკური საბჭო” – ანა ნაცვლიშვილი