"ძალიან რეალური საფრთხეა, რომ პროცესები პოლიტიკურ კრიზისში გადაიზარდოს"
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის კობა ნარჩემაშვილის განცხადებით ის მხარს უჭერს პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღებას. მისი თქმით, ის ხმას მისცემს საკონსტიტუციო ცვლლებებს.
ნარჩემაშვილის განცხადებით, დეპუტატები დიდი პასუხისმგებლობის წინაშე არიან , რადგან დიდია საფრთხე პროცესები პოლიტიკურ კრიზისში გადაიზარდოს.
"სახელსუფლებო კრიზისი სახეზეა და ახლა მთავარია ეს არ გადაიზარდოს პოლიტიკურ კრიზისში. ძალიან რეალური საფრთხეა რომ პროცესები პოლიტიკურ კრიზისში გადაიზარდოს. აქედან გამომდინარე, ჩვენი დეპუტატების პასუხისმგებლობა ისაა ეს ყველაფერი უმართავ პოლიტიკურ კრიზისსი არ გადაიზარდოს," - განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.
შეგახსენებთ, პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა მიმდინარეობს, რაც მწვაეე დაპირისპირების საგანს წარმოადგენს.
სიახლეები
- ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი - ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს
- ქართული ხორბალი აღარ იყიდება, ფერმერები იმპორტის დაბეგვრას ითხოვენ
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- “საბოტაჟის საქმე” და 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბედი - დაიწყება თუ არა დაპატიმრებების ახალი ტალღა