პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია გაიმართება
17 ნოემბერს, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია და სამოქალაქო მოძრაობების წარმომადგენლები რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ აქციას გამართავენ.
აქცია 17 ნოემბერს, 15:00 სათზე დაიწყება. აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ კონკრეტულ სამოქმედო გეგმას კვირას, პარლამენტის წინ შეკრებილ მოსახლეობას გააცნობენ.
ოპოზიციის მოთხოვნებია: „საქართველოში ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დროებითი მთავრობისა და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში“.
ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადოებამ საპროტესტო აქცია რუსთაველზე მას შემდეგ დაიწყო, რაც პარლამენტმა საარჩევნო ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტი, რომელიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა, ჩააგდო.
სიახლეები
- რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე მორიგი შეტევა მიიტანეს რაკეტებითა და დრონებით
- ნიკა გვარამიამ რუსთავის ციხე დატოვა
- ,,ოპოზიციის გაქრობაში ხელისუფლებას არანაირი წვლილი არ აქვს"- კახა კალაძე
- ,,ჩვენ საკუთარი ხალხის სიცოცხლეს გავუფრთხილდით, რადგან ვიცოდით, რომ პატრიოტიზმი ხმამაღალ ლოზუნგებში კი არა, სახელმწიფოებრივ პასუხისმგებლობაშია"- შალვა პაპუაშვილი
- კანადის ერთ-ერთ სკოლაში შეჭრილი შეიარაღებული თავდამსხმელი, რომელმაც რამდენიმე ადამიანი მოკლა, 18 წლის ტრანსგენდერი აღმოჩნდა