"საერთაშორისო პარტნიორები ახლაც დაიწყებენ ივანიშვილის ალტერნატივის ძებნას ისევე, როგორც მოხდა სააკაშვილის შემთხვევაში"
მას მერე, რაც პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტი პირველივე მოსმენისას ჩააგდო, "ქართული ოცნების" უმრავლესობაშიც და ქუჩაშიც პროცესები სწრაფად განვითარდა.
ეს კანონპროექტი კონსტიტუციაში ითვალისწინებდა ცვლილებებს, რომელთა მიხედვით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემითა და ნულოვანი ბარიერით ჩატარდებოდა. ამ ინიციატივით 20-21 ივნისის მოვლენების შემდეგ თვითონ ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი გამოვიდა. მისი თქმით, ის ახლაც მხარს უჭერდა ამ კანონპროექტს, რომლის წინააღმდეგიც თითქოს უმრავლესობის მაჟორიტარი დეპუტატები იყვნენ... თუმცა ამ განცხადების ჩვენში თითქმის არავის სჯერა. ძნელად სარწმუნოა, რომ მაჟორიტარმა დეპუტატებმა, ვისაც ამ წლების განმავლობაში თავი არაფრით გამოუჩენიათ, ასეთი ურჩობა გაბედეს. შექმნილ ვითარებას გაზეთ "კვირის პალიტრასთან" აფასებს ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე:
- შექმნილი ვითარების შემდეგ, ვფიქრობ, რომ პარტიის სახელი უნდა შეცვალონ. "ქართული ოცნება" უკვე ძალიან ცინიკურად ისმის. აჯობებს, "ქართული გაწბილება" დაარქვან.
როგორი საარჩევნო სისტემითაც უნდა ჩატარდეს არჩევნები, მმართველ გუნდს ძალიან გაუჭირდება. მეტიც - დღეს რომ ჩატარდეს არჩევნები, ვფიქრობ, მწარედ დამარცხდებიან. ეს ცუდია, რადგან შეიძლება "ნაციონალური მოძრაობა" შემოგვიბრუნდეს, რასაც აუცილებლად მოჰყვება რევანშის ძლიერი ტალღა.
ვფიქრობ, ამ გადაწყვეტილებით საზოგადოების ღირსების შელახვის სახიფათო ზღვარს გადააბიჯეს. ხომ იჩემებენ ეს მაჟორიტარი დეპუტატები, რომ მათი წინააღმდეგობის შედეგია ყველაფერი. მაინტერესებს, არ უნდათ ამ საზოგადოებაში არსებობა, ქუჩაში გასვლა, ადამიანებთან შეხვედრა?! გაითვალისწინონ, რომ ქართველი საზოგადოება ძალიან ემოციურია და შეიძლება სადმე ტუჩ-კბილიც დაულეწონ... კრიტიკას ვერ უძლებს მთელი სადეპუტატო კორპუსი. ბევრია ისეთი, რომლის გვარ-სახელიც კი არ ვიცოდით და ახლა ამბოხებულებად მოგვევლინენ... ყველა დეპუტატი თავის სკამსა და ოჯახზე ფიქრობს, მერე კი, თუ დარჩა დრო, ქვეყანასა და თავის მოვალეობებზე... ისინი არიან იმისთვის, რომ ღილაკს თითი დააჭირონ, გარდა ასეთი საკრალური მომენტებისა, რაც, ვისგან არის ინსპირირებული, საკითხავია... ვიღაცას უნდა, რომ ამ გაუთავებელი რყევებით ქვეყანა საბოლოოდ გადაჩეხოს ქაოსისა და სამოქალაქო არეულობის უფსკრულში...
სიახლეები
- “მიხარია, რომ სალომე ზურაბიშვილი საუბრობს ერთობის აუცილებლობაზე; როდესაც მე შარშან იმავეს ვამბობდი, ქ.-ნი სალომე აცხადებდა, ერთობა არის შემოგდებული თემაო” – სააკაშვილი
- დროებით ოკუპირებულ ლუგანსკში ქალაქის ყოფილი “მერი” ააფეთქეს
- “ოპოზიციის განცხადებებიდანაც ჩანს, რომ მათ სამართლებრივი არგუმენტები ნაკლებად აქვთ, საქართველოს მოსახლეობას ისევ კარგად ახსოვს ის 9 წელი, ყველას უნახავს პოლიტიკური ლიდერების დაკავება და ციხეში წამება - რამაზ საყვარელიძე
- აქტივისტს, რომელსაც მარიამ ლაშხმა უჩივლა, ქონება და ანგარიშები დაუყადაღეს
- პოლიციელზე თავდასხმისთვის ბრალდებულ გიორგი მინდაძეს 5 წლით პატიმრობა მიესაჯა