"მინდა თანამოქალაქეებს ვუთხრა, რომ სიმშვიდე იქნება, არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, ქვეყანაში იყოს დესტაბილიზაცია"
მინდა თანამოქალაქეებს ვუთხრა, რომ სიმშვიდე იქნება, არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, ქვეყანაში რაიმე სახით იყოს დესტაბილიზაცია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ამასთან, თალაკვაძის განმარტებით, 2024 წლისთვის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მმართველმა პარტიამ ერთი წლის წინ მიიღო და ეს კონსტიტუციაშია ასახული.
„მიუხედავად იმისა, რომ პროპორციული არჩევნების თარიღის გადმოწევის ინიციატივამ, საქართველოს პარლამენტში სამწუხაროდ, ვერ შეაგროვა საკმარისი ხმები, გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ ერთი წლის წინ მივიღეთ პროპორციული არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით 2024 წელს, რჩება და არის ჩაწერილი საქრათველოს კონსტიტუციაში. არც ერთ სხვა პოლიტიკურ პარტიას, რომელიმე წინა ხელისუფლებას ასეთი გადაწყვეტილება არ მიუღია. ეს გადაწყვეტილება ერთი წლის წინ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო და ის კონსტიტუციაშია ასახული. ქვეყანა განვითარებას გააგრძლებს. მინდა, თანამოქალაქეებს ვუთხრა, რომ სიმშვიდე იქნება, არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ ქვეყანაში რაიმე სახით იყოს დესტაბილიზაცია. პარლამენტი საქმიანობას აგრძელებს. დღის წესრიგში ძალიან მნიშვნელოვანი საკითხებია, ეს არის მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ინიციატივა, რომელიც ათიათასობით ჩვენს თანამოქალაქეს გაუადვილებს საკუთრების დარეგისტრირებას, ეს არის სასამართლო რეფორმის მე-4 ტალღა, რომელიც ორი კვირის განმავლობაში განიხილება, ეს არის საქარველოს 2020 წლის ბიუჯეტი, სადაც გათვალისწინებულია ექიმებისთვის, მასწავლებლებისთვის, ჯარისკაცებისთვის, პოლიციელებისთვის და მათთან გათანაბრებული პირებისთვის ხელფასების ზრდა. გათვალისწინებული არის პენსიების ზრდა, მათ შორის, შშმ პირებისთვის. მნიშვნელოვანი რესურსი გათვალისწინებულია დევნილებისთვის საცხოვრისების ასაშენებლად, ისევე, როგორც მსხვილი რეგიონული პროექტებისთვის, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ახალ სამუშაო ადგილებს. ამას ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ და მივიღებთ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 დეკემბრისთვის
- "გაზსა და დენზე ტარიფებს გლობალური ფასებიც განაპირობებს - ორშაბათს „სემეკი“ მიიღებს გადაწყვეტილებას" - ირაკლი კობახიძე
- 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით სუს-მა ბაჩო ახალაია დააკავა
- 10 ავტორი და ნაწარმოები, რომლებსაც ქართველები 2025 წელს კითხულობდნენ
- "ივანიშვილმა იყიდა რუსეთში სახლები და ემზადება გასაქცევად, მაგრამ კრემლი ისეთ რაღაცებს სთხოვს, რისი მიცემაც ამ ეტაპზე არ შეუძლია" - მიხეილ სააკაშვილი