რამაზ საყვარელიძე - ფაქტია, რომ აქციების მუხტი შედეგს არ იძლევა
"პიკეტირება რამდენად ეფექტურია, მე მგონი, ჩანს. ფაქტია, რომ მმართველი პარტია, რომლის წინააღმდეგაც არის მიმართული ეს პიკეტირება, არ ცვლის თავის გეგმებს“, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც პარლამენტის უკვე ორჯერ პიკეტირებისა და „მესამე სერიის“ დაანონსების საკითხზე კომენტირებისას განუცხადა.
რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ უკეთესი იქნება, თუ ოპოზიცია სხვა გზას მოძებნის, რადგან მისივე თქმით, ყველაფერს აქვს თავისი ვადა.
„პიკეტირება რამდენად ეფექტურია, მე მგონი, ჩანს. ფაქტია, რომ მმართველი პარტია, რომლის წინააღმდეგაც არის მიმართული ეს პიკეტირება, არ ცვლის თავის გეგმებს, შესაბამისად, პიკეტირება ამ მხრივ არ არის ეფექტური. თვითონ საპროტესტო განწყობის მქონე ხალხში ეს ემოციური მუხტი პიკეტის დროს იზრდება, მაგრამ აქციების მუხტი ფაქტია, რომ შედეგს არ იძლევა. ყველაფერს აქვს თავისი ვადა. გავიდა ამდენი ხანი, ფაქტია, რომ ეს გზა არ არის შედეგიანი. ბუნებრივია, უკეთესი იქნება სხვა გზის მოძებნა, მათ შორის ისეთი გზა, სადაც ხელისუფლება უფრო ადვილად წამოვა დათმობებზე, იგივე მოლაპარაკებების გზა“, - განაცხადა საყვარელიძემ.
პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ ამ აქციებს მისთვის საფრთხისშემცველად არ აღიქვამს.
„ქართული ოცნების“ რიტორიკაში პრაქტიკულად, ყველაფერი უცვლელია და ამდენად, მათ მიმართ მიმართული აქციები არ შეიძლება ჩაითვალოს შედეგიანად. „ქართული ოცნებისთვის“ ეს აქციები, როგორც ჩანს, არ არის სერიოზული საფრთხისშემცველი“, - აღნიშნა პოლიტოლოგმა.
სიახლეები
- ,,პროდუქტებზე მაღალი ფასნამატია, უნდა დაიწყოს გამოძიება, შეიქმნას საგამოძიებო კომისია"- ირაკლი კობახიძე
- მოსკოვში აფეთქების შედეგად პოლიციელები დაიღუპნენ
- ,,გაფახზულის სესიაზე სპეციალური კომისია შეიქმნება, რომელიც დაიწყებს სასურსათო პროდუქტებზე ფასების ფორმირების პროცესის საჯარო შესწავლას"- შალვა პაპუაშვილი
- ანკარაში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა
- ,,ლელოს” დააწყებინეს კამპანია, მერე გაწიეს ,,ლელო”, გადააბარეს ,,ალტ ინფოს” და ,,პატრიოტთა ალიანსს”, ჩართული ჰყავთ უცხოეთიდან დაფინანსებული ,,ენჯეოებიც”- ირაკლი კობახიძე