დაგვიცავი ნუ ГАИწევი — #სირცხვილიას და შეცვალეს საპროტესტო აქცია შსს-თან
შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მოძრაობა #სირცხვილიას და შეცვალეს აქტივისტებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს. სამოქალაქოს აქტივისტი გიგა მაქარაშვილი პოლიციელებს მოუწოდებდა დაიცვან მოქალაქეები, სამართალი და არ დაემორჩილონ მხოლოდ ზემდგომ ადამიანებს.
გიგა მაქარაშვილი, TV პირველთან საუბრისას ამბობს, რომ იმედი აქვს პოლიციის ეს ინერტულობა დროებითია და ისინი კვლავ გააგრძელებენ დემონსტრანტების დაცვას.
"ექვს თვიანი უწყვეტი აქციების მანძილზე, ყველა ჩვენი აქცია იწყება და მთავრდება პოლიციისთვის მადლობის გადახდით, ახლა უნდა ვუთხრათ ჩვენი გულისტკივილი, ჩვენი თხოვნა და მოთხოვნა, დაიცვან ჩვენი უსაფრთხოება", — ამბობს მაქარაშვილი.
აქციის მონაწილეებს ჰქონდათ ბანერები წარწერებით: "დაგვიცავი ნუ ГАИწევი" და "მოძალადესთან ნუ ГАИგივდები". ГАИ რუსულენოვანი სიტყვაა, რომელიც საბჭოთა კავშირის დროინდელ საპატრულო პოლიციას ერქვა.
ამ ფორმით აქტივისტები აპროტესტებდნენ ქართული ოცნების ოფისთან მომხდარ მოვლენებს, როდესაც სამართალდამცავებმა არ დააკავეს პირები, რომლებიც არამხოლოდ აქტივისტებს, არამედ პოლიციელებსაც აყენებდნენ შეურაცხყოფას.
https://on.ge
სიახლეები
- რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე მორიგი შეტევა მიიტანეს რაკეტებითა და დრონებით
- ნიკა გვარამიამ რუსთავის ციხე დატოვა
- ,,ოპოზიციის გაქრობაში ხელისუფლებას არანაირი წვლილი არ აქვს"- კახა კალაძე
- ,,ჩვენ საკუთარი ხალხის სიცოცხლეს გავუფრთხილდით, რადგან ვიცოდით, რომ პატრიოტიზმი ხმამაღალ ლოზუნგებში კი არა, სახელმწიფოებრივ პასუხისმგებლობაშია"- შალვა პაპუაშვილი
- კანადის ერთ-ერთ სკოლაში შეჭრილი შეიარაღებული თავდამსხმელი, რომელმაც რამდენიმე ადამიანი მოკლა, 18 წლის ტრანსგენდერი აღმოჩნდა