"თუ იმედი აქვთ, რომ "ოცნებაში" იპოვიან ისეთ ბიჭებს, ვისაც უცხოელები დაუჯერებენ, ძალიან სცდებიან" - ხუხაშვილი
"მუდმივი არასატაბილურობა არა მხოლოდ "ქართული ოცნებისთვის" არის ცუდი, არამედ ქვეყნისთვის. ამ კრიზისის პროვოცირება თავად ხელისუფლებამ მოახდინა, თავისი გადაგდება-გადმოგდებით, მაგიდაც თვითონ ააყირავა, ამიტომ მუდმივმა რყევამ კი არა, ერთმა წვეთმა შეიძლება კედელი დაანგრიოს" - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ქვეყანაში შექმნილ ვითარებას”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, "თუ იმედი აქვთ, რომ "ოცნებაში" იპოვიან ისეთ ბიჭებს, ვისაც უცხოელები დაუჯერებენ, ძალიან სცდებიან" - ხუხაშვილი
"ყოველდღე ვისმენთ, როგორ მკაცრდება ტონი დასავლეთიდან, ვაკვირდებით დინამიკას და ვხედავთ, რომ დიპლომატიური ენის ფარგლებს ცდება. კომენტარები კი, რომელიც ხელისუფლებისგან მოვისმინეთ საერთაშორიოს შეფასებებთან მიმართებაში, არის ძალიან არადეკვატური. ხელისუფლებას თუ იმის ილუზია აქვს, რომ რასაც თვითონ იტყვის, იმას შეაჭმევს ვაშინგტონს, ან იმის იმედი აქვს, რომ "ოცნებაში" იპოვიან ისეთ ბიჭებს, რომლებიც მოახერხებენ დაარწმუნონ საერთაშორისო საზოგადოება თავის სიმართლეში, ძალიან სცდებიან. ამიტომ, როდის დადგება ეს კრიტიკული მომენტი ხელისუფლებისთვის არავინ იცის”, - აღნიშნავს გამოცემა.
"რა თქმა უნდა, ხელისუფლების შესანარჩუნებლად ყველაფერზე მიდიან, კომპრომატებით მართავენ ქვეყანას, თუნდაც ბოკერიას საქმე. მართალია მე ამ საქმეს სამართლებრივად ვერ შევაფასებ და ვერც იმას ვიტყვი, არის თუ არ ბოკერია დამნაშავე, მაგრამ თვითონ სურათია შემაშფოთებელი, რომ ქვეყანა კომპრომატებით იმართება. აღძრავენ საქმეს და შეინახავენ, იმ იმედით, რომ ხმას არ ამოიღებს, მაგრამ თუ ხმას ამოიღებს, აამუშავებენ. სად იყვნენ აქამდე, 5 წლის წინ არ აღძრეს ეს საქმე? ამიტომაც მიანიშნებს პოლიტიკურ მოტივებზე, რაც არის ძალიან ცუდი და ქვეყანას დადებითს ვერაფერს შესძენს”, - დასძენს გამოცემა.
"ხელისუფლებას ოპოზიციის კი არ უნდა ეშინოდეს, რადგან ოპოზიციაც ვერ გამოიყურება წელში გამართული, მაგრამ თუ მხოლოდ იმის იმედად არიან, რომ კუნთების თამაშით მოერევიან და ჭიდაობით, ეს საკითხი ვერ მოგვარდება. ბიძინას მთავარი პრობლემა ოპოზიცია კი არ არის, თავად ბიძინაა. რა თქმა უნდა, არასტაბილური ვითარება გაგარძელდება, მუდმივი არასტაბილურობა კი მხოლოდ "ოცნებისთვის" არ იქნება ცუდი, ქვეყნისთვის არის ცუდი. მუდმივამ რყევებმა კი არა, შეიძლება ერთმა წვეთმა კედელი დაანგრიოს. მაგრამ, ამ კრიზისის პროვოცირება თავად ხელისუფთლებამ მოახდინა, თავისი გადაგდება-გადმოგდებით და მაგიდაც თვითონ ააყირავა," - განაცხადა "რეზონანსთან" გია ხუხაშვილმა”, - წერს სტატიის ავტორი.
სიახლეები
- ,,ველი კიდევ 3 წელს, 16 წელი მექნება სასჯელი - სერიულ მკვლელებს და პედოფილებს უსჯიან ამდენს"- მიხეილ სააკაშვილი
- ,,სხვას რომ ხმა ამოეღო, ჩემი შვილი არ მოკვდებოდა" - გიგა ავალიანის დედა პროკურატურის განცხადებას ეხმაურება
- ,,ჩვენი ქვეყანა ღიაა იმისათვის, რომ სუფთა ფურცლიდან მოხდეს საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობის დაწყება"- ზვიად შალამბერიძე
- ,,ჩვენი და ამერიკის თანხვედრა ღირებულებით ნაწილში, მსოფლმხედველობით ნაწილში, პოლიტიკურ ჭრილს ვგულისხმობ, ერთი-ერთში ემთხვევა”
- ,,როგორც ჩანს, ქალბატონმა ფონ დერ ლაიენმა, როგორც იქნა, რუკას დახედა და გაათვითცნობიერა ის, რომ საქართველო მართლაც საკვანძო ადგილზე იმყოფება” – ლევან მაჭავარიანი